საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო საბჭო

აკადემიის სამეცნიერო საბჭო საქართველოში ჩაის მრეწველობის

პერსპექტივებზე მსჯელობს

 

316435748 3453831451518734 6347042680286549862 n         2022 წლის 21 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატრდა სამეცნიერო საბჭოს სხდომა (სხდომის თავმჯდომარე - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე აკად.ჯ.გუგუშვილი)   შემდეგი დღის წესრიგით:

1.საქართველოს  მეჩაიეობის  დარგის  პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის  რეკომენდაციებიდან   გამომდინარე, ჩაის სექტორში გასატარებელ    ღონისძიებათა შესახებ.                                

მომხსენებელი: თენგიზ სვანიძე - საქართველოს ჩაის მწარმოებელთა  ასოციაციის   თავმჯდომარე (მოხსენება იხილეთ ბმულზე) 

 2. ქართული ელიტარული ჩაის პროდუქციის წარმოების ძირითადი მიმართულებების და პერსპექტივების შესახებ.     მომხსენებელი: გურამ იობიშვილი - ა(ა)იპ სოფლის განვითარების     სააგენტოს გურიის რეგიონული სამსახურის მთავარი სპეციალისტი  საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი (მოხსენება იხილეთ ბმულზე).  

315245184 683433976474291 8174860191609891723 n

    საბჭოს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვაში მხარი დაუჭირეს ანასეულში ჩატარებული მეჩაიეთა სამეცნიერო კონფერენციის გადაწყვეტილებებს. აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, დოქტორმა გოჩა ცოფურაშვილმა, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსმა დოქტორმა ივერი ახალბედაშვილმა, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, დოქტორმა იოსებ ბასილიამ და სხვებმა.

მოხსენების ავტორების და კამათში გამომსვლელი მეცნიერების მიერ ხაზგასმით აღინიშნა  საქართველოში ჩაის მრეწველობის აღდგენა - განვითარების დღევანდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები, ხელის შემშლელი პირობები, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება სამეცნიერო საბჭოს დადგენილების პროექტად და იგი რეაგირებისათვის გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეჩაიეობის   დარგის   პრობლემების შემსწავლელ   სამუშაო ჯგუფს რეაგირებისათვის.

სამეცნიერო საბჭოს სხდომა შეაჯამა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, აკად. ჯ. გუგუშვილმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com