საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამინისტროს ვიზიტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრად აკადემიაში

 

 316219925 920137879372394 4588316550537522827 n          2022 წლის 24 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, წამყვანი სპეციალისტი, პროფესორი ომარ თედორაძე.

     შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, რომელმაც სტუმრებს მოკლედ გააცნო აკადემიის სტრუქტურა, მისი წევრების სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების თემატიკა, აკადემიის უახლესი საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები. აკადემიის პრეზიდენტმა ისაუბრა აკადემიის სამეცნიერო კავშირებზე როგორც ევროკავშირის, ისე აზიის ქვეყნების სამეცნიერო ორგანიზაციებთან, აღნიშნა, რომ 2014 წლიდან აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (UEAA) წევრია და აქტიურად მონაწილეობს მის საქმიანობაში. ევროპის აკადემიების კავშირის ეგიდით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2017, 2019 და 2022 წელს გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, რომელთა თემები იყო ხორბლის წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა და სოფლის მეურნეობის მექანიზაცია ევროპაში და სამომავლო პერსპექტივები.

     აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ ისაუბრა აგრეთვე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე, რომელსაც ხელი მოეწერა ჯერ კიდევ 2016 წელს და მიზანშეწონილია, რომ მემორანდუმის განახლებულ ვარიანტს ხელი მოეწეროსახლო მომავალში, სადაც ფართოდ იქნება წარმოდგენილი თანამშრომლობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მელიორაცია, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, სასურსათო უსაფრთხოება და სხვა.316498152 658962715703011 6278833294755960953 n

   ` შეხვედრაზე აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ ხაზი გაუსვა იმ დოკუმენტის მნიშვნელობას, რომელიც   დამუშავებულია აკადემიაში და ითვალისწინებს 2022 – 2030 წლისათვის სოფლის მეურნეობის განვითარება - მოდერნიზაციის პროგრამას (სტრატეგიას).

     `მინისტრთან შეხვედრაზე საქმიანი წინადადებებით გამოვიდნენ და იმსჯელეს სამინისტროსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ზურაბ ცქიტიშვილმა, თენგიზ ყურაშვილმა, ეედიშერ კვესიტაძემ, გურამ პაპუნიძემ, აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორმა პროფესორმა ა.ნზორ მესხიშვილმა, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ.

            გამომსვლელებმა ანიშნეს, რომ მიზანშეწონილია აკადემიამ და სამინისტრომ ითანამშრომლონ ისეთ საკითხებში, როგორიცაა:

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საფუძველზე დარგობრივი და რეგიონული (ზონალური) სპეციალიზაციის და კონცენტრაციის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • ორგანული (ეკოლოგიურად სუფთა) სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების   სტრატეგიის განსაზღვრა ძირითადი დარგების მიხედვით;
  • მეთესლეობის, (სელექციის), სარგავი მასალის წარმოებისა და სანაშენო საქმის განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სამთო სოფლის მეურნეობის კომპლექსური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სატყეო მეურნეობის კომპლექსური განვითარების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რაციონალურად გამოყენების ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა;
  • მიწის კოდექსისა და მიწის კადასტრის მოსამზადებლად და შესადგენად წინადადებების შემუშავება;
  • მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის დამუშავება;

316587784 454532880093703 5679257826086079203 nმექანიზაციის საშუალებების რაციონალური გამოყენების ორგანიზაციული ფორმების შერჩევა - გამოყენება;

  • სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შესაბამისად კვალიფიციური კადრების მომზადების სისტემის შექმნის შესახებ რეკომენდაციების მომზადება;
  • თანამშრომლობის გაძლიერება სურსათის, ცხოველთა საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების რისკის ანალიზის ფარგლებში
    • ვეტერინარული მომსახურების გაუმჯობესების ღონისძიებათა შემუშავება;
    • მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციის და განვითარების ეტაპობრივი ღონისძიებათა შემუშავება;
    • მარცვლეული მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი   პროგრამის შემუშავება;
    • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სამეცნიერო (სასწავლო) სტრუქტურების აგრარულ პრობლემებზე თემატიკის დაგეგმვაში (განსაზღვრაში) მონაწილეობა;
    • ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული აგრარულ პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაფართოების რაციონალური ფორმების განსაზღვრა-გამოყენება;
    • აკადემიის მიერ აგროწესების, რეკომენდაციების, სასწავლო, სახელმძღვანელო და ნორმატიული ხასიათის ლიტერატურის მომზადება;
    • გლობალიზაციის გაღრმავების პროცესში ეკონომიკის განვითარების პროგნოზირებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მზარდი როლის გაძლიერების გათვალისწინებით, საქართველოს სოფლისა და მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობის განვითარების კოორდინაციის ფორმების   (პროგნოზირება, სტრატეგიული დაგეგმვა) შემუშავებისათვის რეკომენდაციების მომზადება;
    • ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავების საფუძველზე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტისათვის ინფორმაციული ბაზის (მასმედია, პროფილური ღონისძიებები, სოციალური პრობლემები, ინოვაციური პროექტების მონიტორინგი და სხვა) განმტკიცებისა და მათი თანმიმდევრულად განხორციელების რეკომენდაციების შემუშავება;
    • ქვეყანაში აგროსამრეწველო ინტეგრაციის გაღრმავების, სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის წარმოების სპეციალიზაციის შესაბამისად გადამამუშავებელი საწარმოების გადაადგილების გენერალური სქემის, არსებული საწარმოების მოდერნიზაციის, ტექნოპარკების განვითარების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის და დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ რეკომენდაციების მომზადება.

            საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს, ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის დღევანდელ ძირითად მიმართულებებზე და სამომავლო საქმიანობაზე, საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებზე და ამ საკითხებში აკადემიის წევრების აქტიურ მონაწილეობაზე. მან მოიწონა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება აკადემიასთან ახალი ვადით და იმედი გამოთქვა, რომ აკადემია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს იმ საკითხებში, რომელიც საქართველოში სოფლის მეურნეობის შემდგომ აღმავლობასა და განვითარებას შეეხება და აკადემიის აგრარული მიმართულების გამოჩენილი მეცნიერები გარკვეულ წვლილს შეიტანენ ზემოთ აღნიშნულ საკითხებში და სამინისტროს საქმიანობაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com