2022 წლის 30 ნოემბერს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 7 ნოემბრის №96 ბრძანებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის სპეციალობაში მებაღეობა-მვენახეობა. მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის)
ასარჩევად ვაკანტურ ადგილებზე ზემოაღნიშნულ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება შემოტანილი აქვს სოფლის მეურნეობის დოქტორს ლევან უჯმაჯურიძეს.
(დოქტ. ლევან უჯმაჯურიძის CV იხილეთ ბმულზე).
საექსპერტო-საკონკურსო კომისიამ დაადგინა: სოფლის მეურნეობის დოქტორის ლევან უჯმაჯურიძის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სამეცნიერო-შრომითი საქმიანობა და კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის მოთხოვნებს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში, სპეციალობით - მებაღეობა - მევენახეობა და მისი საკითხი განსახილველად აკადემიის აკადემიკოსად ასარჩევად რეკომენდაციის გაწევის მიზანშეწონილობის შესახებ გადაეცეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის 2022 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით (№104) შექმნილ გაერთიანებულ აგრონომიულ მეცნიერებათა და სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებებს.