საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გაერთიანებული კრება

აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრებ

           

318105242 587699590022898 7086248914297381425 n  2022 წლის 5 დეკემბრს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების 2023 წლის სამუშაო პერსპექტიული გეგმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

2. ინფორმაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - სპეციალობით მებაღეობა, მევენახეობა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ და კონკურსანტის, პროფ. ევან უჯმაჯურიძის შრომითი და სამეცნიერო მიმართულებების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი  

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტის, სოფლის მეურნეობის დოქტორის ლევან უჯმაჯურიძის ინფორმაცია მისი სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ (პროფ. ლევან უჯმაჯურიძის პრეზენტაცია სამეცნიერო-კლევითი საქმიანობის შესახებ იხილეთ ბმულზე);

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტისათვის აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაციის ან დაშვების მიცემის შესახებ (ფარული კენჭისყრა).   

5. მიმდინარე საკითხები316610407 681614180351845 1503651321459815728 n

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების თავმჯდომარე ბრძანდებოდა აკად. გ. გოგოლა მარგველაშვილი; კრებას სწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, აკად. ანატოლი გიორგაძე, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. ელგუჯა შაფაქიძე, მეცნიერებათა განყოფილებების სწავლული მდივანი, დოქტ. მარინე ბარვენაშვილი და აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების წევრები: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, ვ. კვალიაშვილი, ზ. ჩანქსელიანი, რ. ჯაბნიძე, ზ. ცქიტიშვილი, თ. რევიშვილი.

          პროფ. ლ. უჯმაჯურიძის პრეზენტაციის შემდეგ მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და კონკურსანტის შესახებ აზრი გამოთქვეს აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, ზ. ცქიტიშვილმა, ვ. კვალიაშვილმა, ზ. ჩანქსელიანმა, ნ. ჩხარტიშვილმა, რ. ჯაბნიძემ, თ. რევიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ა. გიორგაძემ, გ. მარგველაშვილმა.

                      განყოფილებების გაერთიანებულ კრებაზე აირჩიეს ხმის დამთვლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსები ზ. ჩანქსელიანი, თ. რევიშვილი, ვ. კვალიაშილი.

                     ჩატარდა ფარული კენჭისყრა.   

          ფარული კენჭისყრის შედეგად საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტური ადგილის დასაკავებლად აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში გამოცხადებულ კონკურსში სპეციალობით - მებაღეობა, მევენახეობა, მონაწილე კონკურსანტს,- პროფ ლევან უჯმაჯურიძეს აკადემიის აგრონომიულ და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების წევრების მიერ ერთხმად მიეცა რეკომენდაცია აკადემიის საერთო კრებაზე კენჭისყრაში მონაწილეობისათვის.

           

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com