საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მემორანდუმი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის

    

მიმდინარე წლის 3 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამინისტროს ხელმძღვანელობას შორის.

 

 

   GetNewsPhoto  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, პრეზიდიუმის მრჩეველი და სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე. 

   საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან - ხელმძღვანელები და დეპარტამენტის უფროსები: მინისტრი ბატონი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ბ-ნი გიორგი ხანიშვილი, მინისტრის მოადგილე ბ-ნი სოლომონ პავლიაშვილი, მინისტრის მოადგილე ბ-ნი აპოლონ კაკაბაძე, სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ბ-ნი თენგიზ კალანდაძე, პოლიტიკის კოორდინაციისა და ანალიტიკის ხელმძღვანელი ქ-ნი ეკატერინე ზვიადაძე, მინისტრის მრჩეველი ბ-ნი ომარ კაჭარავა.   ShowGalleryPhoto 1

       

 

 

                     შეხვედრა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:

1.მისალმება.

 მინისტრის ოთარ შამუგია;

 აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის და მეცნიერებათა აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის განხილვა და გაფორმება. მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.  ShowGalleryPhoto 3

3. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი მიზნები და ამოცანები.  

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

4. საქართველოს დასავლეთ რეგიონებში მცენარეთა მავნებლის ,,ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ აკადემიის ინფორმაცია.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. 

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა-აკადემიისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაფართოება და გააქტიურება, სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სურსათის წარმოების დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე.

მომხსენებელი: მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი. ShowGalleryPhoto

 

   შეხვედრის დასასრულს გაიმართა მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე .

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com