საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა

საბჭოს პირველი სხდომა

336953454 608184044222610 1493824278923936885 n მიმდინარე წლის 28 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს პირველი სხდომა. სხდომაზე მოსმენილი იყო შემდეგი მოხსენებებით: 1. „2023 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: დოქტორი გიორგი ქავთარაძე, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარე; 2. "ტრიტიკალეს ბიოლოგიური და ქიმიური მახასიათებლებიდა მისი პურის ტექნოლოგიაში გამოყენების პერსპექტივები". მომხსენებელი: დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

აღნიშნულ მოხსენებაზე მოკლე ტექსტური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბმულზე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო      საბჭოს    სხდომა

      

მიმდინარე წლის 28 თებერვალს  ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა შემდეგი დღის  წესრიგით: 1. ვეტერინარიაში გამოყენებული სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების შესახებ. მომხსენებლები: ევროპის უნივერსიტეტის პროფესორები: მაია კერესელიძე, ნინო მილაშვილი; 2. სამთო პირობების გათვალისწინებით აგრარული სფეროს ტექნიკური შეიარაღების პროგნოზირების შესახებ. მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. ოთარ ქარჩავა.

      პროფესორმა მაია კერესელიძემ აღნიშნა, რომ  ვეტერინარ სპეციალისტებზე საქართველოს შრომის ბაზრის  მოთხოვნების შესწავლის  ანალიზი ცხადყოფს, რომ  მეცხოველეობის დარგი, სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული  სტრუქტურები განიცდიან ვეტერინარი  სპეციალისტების  მწვავე ნაკლებობას. დარგში მომუშავეთა   საშუალო ასაკი 55-60 წლამდე მერყეობს,  ხოლო 18% საპენსიო ასაკს  გადაცილებულია და მომდევნო 7-10 წელიწადში ვეტერინართა გადაბერების გამო მოსალოდნელია მათი რიცხვის მკვეთრი შემცირება.  ვეტერინარ სპეციალისტებზე გაზრდილი მოთხოვნების  დაკმაყოფილების აუცილებლობა განაპირობებს ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამის  განხორციელების აქტუალობას.

                ვეტერინარია სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი პროფესიაა. დღეისათვის საქართველოში მოქმედებს ოთხი აკრედიტებული „ვეტერინარიის“ ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამები ხორციელდება შპს ევროპის უნივერსიტეტში, სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და აგრარულ უნივერსიტეტში.          

               მოხსენების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში  მონაწილეობდნენ: აკად.  ჯ.კაციტაძე, აკად.ჯ.გუგუშვილი,  პროფ მ.გარუჩავა, აკად.ა.დიდებულიძე.

                            სხდომაზე  მოსმენილი იქნა ასევე პროფესორ ოთარ ქარჩავას ინფორმაცია თემაზე: ,,აგრარული სფეროს ტექნიკური   შეიარაღების პროგნოზირება სამთო პირობების გათვალისწინებით“.“         მომხსენებელმა აღნიშნა, რომ  თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა შეუძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარეშე, ხოლო ამ პროცესის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება, თანამედროვე მეცნიერების მნიშვნელოვანი საზრუნავია. დღევანდელ პირობებში, არსებულ ტექნიკურ საშუალებებს შეუძლიათ ადამიანების აზროვნების ოპტიმიზაცია. მკვლევარს საშუალება ეძლევა  უმოკლეს ვადაში დასვას ტექნიკური დიაგნოზი, რაც აუცილებელია ურთულესი  თანამედროვე საწარმოო მოწყობილობების სამუშაო  რეჟიმისათვის.      წარმოებული პროდუქციის გაიაფების ერთ-ერთი უმთავრესი   პირობაა ენერგოდამზოგი ტექნიკური საშუალებები, ხოლო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში მცირეგაბარიტიანი, რამდენიმე პროფილიანი  მობილური ტექნიკის შექმნა.

                                 აღსანიშანვია, რომ ქვეყნის მასშტაბით  დამუშავებული იქნა აგრარული სფეროსათვის საჭირო ტექნიკური საშუალებების    რაოდენობრივი და სტრუქტურული  შემადგენლობის მეთოდიკა, ენერგეტიკული კრიტერიუმების გამოყენებით, რომელიც გათვალისწინებული იყო სამთო პირობებისათვის.  მანქანათა სისტემების ოპტიმიზაციის მეთოდიკაში შეტანილი იყო სატრაქტორო აგრეგატების საექსპლუატაციო  მაჩვენებლები: წარმადობის, საწვავის და ენერგიის ხარჯის ცვლილება ჰა-ზე, ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით.                                 

           მოხსენების ირგვლივ აზრი გამოთქვეს: აკად. აკად.  ჯ.გუგუშვილმა, აკად.ჯ.კაციტაძემ,  მათ აღნიშნეს რომ     შედგენილი მეთოდიკა კარგია თუ გამოყენებული იქნება მთელი საქართველოსთვის, რაც ხელს შეუწყობს სატრაქტორო პარკის განახლებას და გადანაწილებას რეგიონების მიხედვით.

          სამეცნიერო  საბჭოს მუშაობა  შეაჯამა აკადემიკოსმა ჯემალ  გუგუშვილმა.

 

გასვლითი სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს წევრები ევროპის უნივერსიტეტში

                                

მიმდინარე წლის 8 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები ეწვივნენ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტს სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. სხდომას ესწრებოდნენ ვეტერინარიის დოქტორი ნინო მილაშვილი პროფესორი გიული გოგოლი, თამარ ბაბაკიშვილი, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტზე სწავლების თანამედროვე მეთოდები ხელს შეუწყობს ვეტერინარიის დარგის მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

შეხვედრა გახსნა ევროპის უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორმა ქალბატონმა მაია კერესელიძემ, რომელიც ამავდროულად გახლავთ ევროპის უნივერსიტეტში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. ქალბატონმა მ. კერესელიძემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ ევროპის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდა, მაგრამ მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2011 წლიდან ახორციელებს თავის საქმიანობას. ამჟამად უნივერსიტეტი ფლობს რამდენიმე სასწავლო კორპუსსა და თანამედროვე ტიპის საერთო საცხოვრებელს, რომელიც ემსახურება 500-მდე სტუდენტს.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამი ფაკულტეტი:

     ფაკულტეტების ფარგლებში ხორციელდება, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები.

     ევროპის უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს ოთხი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი:სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიგლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტიმედიცინის კვლევითი ინსტიტუტიდააკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტი. უნივერსიტეტში შექმნილია ისტორიულ-არქეოლოგიური მუზეუმი. ხორციელდება არქეოლოგიური ექსპედიციები.

         ევროპის უნივერსიტეტი არის ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს 40 - მდე უცხოურ უნივერსიტეტთან. აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებშისტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით და მათთვის სასურველ უნივერსიტეტში გააგრძელონ განათლების მიღება.

  

აკადემიკოსი გ. ტყემალაძე გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო გეგმას და დადებითად შეაფასა იგი. აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობა. აღნიშნა, რომ   აკადემიამ მნიშვნელოვანი გავლენა   მოახდინა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1957 წელს. მის შემადგენლობაში იყვნენ გამოჩენილი მეცნიერებები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში. ხაზი გაუსვა იმას, რომ საჭირო და სასურველია, გაღრმავდეს ურთიერთობა უმაღლეს სასწავლებლებსა და აკადემიას შორის. დასასრულს, აკადემიკოსმა ჯ. გუგუშვილმა წარმატებები უსურვა სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და თანამშრომელს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   სამეცნიერო

საბჭოს მიერ ორგანიზებული გასვლითი სხდომა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

              

     მიმდინარე წლის 7 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრები  საქ. ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტს ეწვივნენ, სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის გაცნობის მიზნით. შეხვედრა გახსნა აკადემიკოსმა გურამ ტყემალაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სტუმრებს მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ) აკადემიური საბჭოსა და სენატის 2013 წლის 16 დეკემბრის გაერთიანებული სხდომის დადგენილების № 15-ის თანახმად, სსიპსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი, რომელსაც დღეისათვის გააჩნია კეთილმოწყობილი თანამედროვე სტანდარტების სასწავლო-სამეცნიერო 32 სხვადასხვა სახისლაბორატორია და 28 აუდიტორია: 2 ფიზიკის, 2 ბიოქიმიის, 4 აგრონომიის, 4  ნიადაგმცოდნეობის, 2  მიკრობიოლოგია, 2  მცენარეთა ფიზიოლოგია და გენეტიკა, 4 კვების პროდუქტების უვნებლობის, 2  მეცხოველეობის, 4 დენდროლოგიის, 3 საკვებწარმოების, 1 სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის, 1 სოფლის მეურნეობის მექანიზაციის, 1 სითხეების მექანიკის ლაბორატორიები.
         ფაკულტეტზე ხორციელდება როგორც ქართულენოვანი ასევე ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები. სახელმწიფოს მხრიდან სრულადაა დაფინანსებული ბაკალავრიატის რვა პროგრამაუმაღლესი განათლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი) საგანმანათლებლო პროგრამებია: აგრონომია, სასურსათო ტექნოლოგია, სატყეო საქმე, აგროინჟინერია, მეცხოველეობა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია, აგრარული ტექნოლოგიები, მევენახეობა-ენოლოგია.
     შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა აკადემიკოსი ჯ.გუგუშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ აგრარული სექტორისათვის დამახასიათებელი იყო სტუდენტთა მრავალსაფეხურიანი განათლების სისტემა, სადაც მზადდებოდა საშუალო და უმაღლესი კვალიფიკაციის სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სპეციალისტები.

      

თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს აკადემიკოსმა გ. ტყემალაძემ, პროფესორმა ი. სარჯველაძემ, დოქტორმა ა. ყურაშვილმა, პროფესორმა მ. კერესელიძემ და დოქტორმა ი. თათრიშვილმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული დარგის სპეციალისტების მომზადება, რომელიც მაღალი პროფესიული დონით მიმდინარეობს, მომავალში ხელს შეუწყობს როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, აგრეთვე მაღალი დონის კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადებას.

      

ფაკულტეტზე მიმდინარე სწავლების თანამედროვე მიდგომები, მეთოდები და ტექნოლოგიები მომავალში განაპირობებს აგრარული დარგის საქმიანობის წარმატებით განვითარებას.

  

      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრებმა წარმატებები უსურვეს ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მათ შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com