საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კომისიის სხდომა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო

პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

20230307 135006  2023 წლის 7 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ცოტნე მირცხულავას წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლები და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრები: აკადემიკოსები ლაშა დოლიძე და ალექსანდრე დიდებულიძე.

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რ. ხუროძემ. მან აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც გააქტიურდა ბუნებრივი სტიქიური პროცესები, რომლთა შედეგებიც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა გაუაზრებელ ანთროპოგენურმა ქმედებებმა. ბუნებრივ სტიქიურ საფრთხეებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს მათი თავიდან აცილებისა და მათ მიერ გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციისათვის საქმიანობის ორგანიზებას. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურია ბუნებრივი კატასტროფების რისკის მართვის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა და ბუნებრივი კატასტროფებისაგან მოსახლეობის დაცვის საკითხებზე თვით მოსახლეობის მომზადება და მისი ცნობიერების დონის ამაღლება ამ თვალსაზრისით. შემდგომ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, აკადემიკოსმა თ. ჭელიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პროფესორმა ო. ქუცნაშვილმა, რომლებმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ბუნებრივი კატასტროფების რისკის რისკების შემცირებისაკენ მიმართულ ღონისძიებებზე.

სხდომა შეაჯამა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ც. მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველო მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი გავარდაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობის მიღებისათვის. აკად. გ. გავარდაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კომისია ეფექტურად და ნაყოფიერად წარმართავს თავის მუშობას და ქართველი მეცნიერები ძალისხმევას არ დაიშურებენ რათა ახალი მიდგომებითა და სიახლეების დანერგვით ქვეყანას ააცილონ ის დიდი საფრთხე და მატერიალური ზარალი, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს თან ახლავს.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com