საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გასვლითი შეხვედრა

ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის

(შემაჯამებელი შეხვედრა)

 

2023 წლის 17 მარტს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გაიმართა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობების მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“ ფარგლებში განხორციელებული პროექტის “ახალი დასაწყისი მეცნიერებასა და ბიზნესს შორის სექტორთაშორისი თანამშრომლობის შესაძლებლობებისთვის” შემაჯამებელი სხდომა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საწარმოების, კვლევითი ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, სამინისტროების, საელჩოების, დაფინანსების სააგენტოების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო პროექტების, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სწავლული მდივანი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. ბენეფიციარები გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. მონაწილეთა შორის ასევე იყვნენ ევროკავშირის დაძმობილების (Twinning) გუნდის წევრები, მ. შ. ვოლფგანგ პოლტი (პროექტის ხელმძღვანელი), იოანეუმ კვლევა, (ავსტრია) კირსტენ კინზლერი (პროექტის უმცროსი ხელმძღვანელი), DLR პროექტის მართვის სააგენტო (გერმანია), ინესე გავარანე (მუდმივი საერთაშორისო მრჩეველი, ლატვია) და სხვ.

სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს მისიის მაღალჩინოსნები, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი დაევროკავშირის დაძმობილების პროექტის ხელმძღვანელი ვოლფგანგ პოლტი. მისალმების შემდეგ სხდომის მუშაობა გაგრძელდა შესაბამის პანელებში, სადაც სადისკუსიო თემებს შორის განხილული იქნა: "მეცნიერული დიპლომატიის მომავალი"; „სმარტ საქართველო: RTDI ეკოსისტემის განვითარება“; „მეცნიერული პრიორიტეტების განხორციელება: საუკეთესო პრაქტიკა და შემდეგი ნაბიჯები“; ”სამეცნიერო კომუნიკაცია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად”; „მოქალაქე მეცნიერება მეცნიერების კომუნიკაციის ხელშეწყობისთვის;“ „ჰორიზონტი ევროპა კვლევისა და ინოვაციებისთვის“; „გამოყენებითი კვლევის პროგრამა: R&T&I შედეგების თარგმნა ეკონომიკაში. ინოვაციის ვაუჩერი”; "ინტერნაციონალიზაციის სტრატეგია: გზა მეცნიერული ბრწყინვალებისკენ"; "როგორ ვამოქმედოთ ევროპის მწვანე გარიგება?"; „საქართველოს R&I სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება: მიღწევის ამჟამინდელი მდგომარეობა“; "საქართველო, ინოვაციების აკვანი - დაბრუნდა გზაზე"; "ქსელი: ხალხის დასაკავშირებლად და კომუნიკაციის ხელშეწყობა."

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com