საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
„ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“
მიმდინარე წლის 23 ივნისს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ორგანული სოფლის მეურნეობა და აგროეკოლოგია“. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დოქტ. თინათინ ეპიტაშვილი.
კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანას“ დირექტორმა მარიამ ჯორჯაძემ. მან მოკლედ ისაუბრა ორგანული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობაზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკადემიკოსმა სოლომონ პავლიაშვილმა.
კონფერენციის №1 სესიაზე „ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების ტენდენციები (საქართველო, აღმოსავლეთ ევროპა, მსოფლიო) „ მოსმენილი იქნა მოხსენებები: მსოფლიოს ორგანული მეურნეობა და ბაზარზე არსებული ტენდენციები, დავით ბედოშვილი, კავკასსერტი, საქართველო; ასოციაციების როლი და მნიშვნელობა ორგანული წარმოების პოპულარიზაციაში, ნატურლანდისა და “Go Organic” პროექტის მაგალითზე, ევა გემელი, ნატურლანდი, გერმანია; რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ორგანული სურსათის წარმოებასა და ვაჭრობაზე, დოქტ. ევგენი მილოვანოვი, უკრაინის ორგანული ფედერაცია, უკრაინა; ორგანული მეურნეობის ოცი წელი სომხეთში, ფილიპ აშიკიანი, შპს ეკოგლობი, სომხეთი; ორგანული მოძრაობის ტენდენციები აზერბაიჯანში - პრობლემები და პერსპექტივები, დოქტ. ვუგარ ბაბაევი, განჯის აგრობიზნესის ასოციაცია, აზერბაიჯანი; ორგანული სერტიფიცირება სამხრეთ კავკასიაში და რეგიონალური თანამშრომლობა- „გრინ კაუკაზუსის“ გამოცდილება, ზურაბ ნადარეიშვილი, კავკასსერტი, საქართველო.
კონფერენციის №2 სესიაზე „ორგანული და ფეარ თრეიდ თხილის წარმოება და ექსპორტი საქართველოში“ მოსმენილი იქნა მოხსენებები: ორგანული თხილის ექსპორტი - პროექტის გამოცდილება, ია ებრალიძე, ელკანა, საქართველო; თხილის მცირე მწარმოებელთა ჯგუფური სერტიფიცირება, ბესო ზალიკიანი, ასოციაცია კავკასნათი, საქართველო; ორგანული თხილის წარმოება იტალიაში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, ანდრეა ფერანტე, სკოლა კამპესინა, იტალია; ორგანული თხილის ექსპორტი აზერბაიჯანიდან ევროკავშირში - წარმატების ისტორია და პერსპექტივები, შაჰრიარ ბაბაევი, განჯის აგრობიზნესის ასოციაცია, აზერბაიჯანი ; ორგანული თხილის წარმოება თურქეთში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები, კუცი იასარი, ჩივჩისენი, თურქეთი; ფეარ თრეიდის ახალი სტანდარტი მეთხილეობაში, FLO, გერმანია(tbc)
კონფერენციის №3 სესიაზე „აგროეკოლოგია და ფერმერთა უფლებები“ მოსმენილი იქნა მოხსენებები: მსოფლიო ორგანიზაცია (FAO) აგროეკოლოგიისათვის, ანა კანშიევა, რეგიონული წარმომადგენლობა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, უნგრეთი; სურსათის სუვერენულობა და ნიელენის პროცესი, მორგან ოდი, ლა ვია კამპესინას ევროპული საკოორდინაციო ქსელი (ECVC); გაეროს დეკლარაცია გლეხებისა და სოფლად მომუშავე სხვა ადამიანების უფლებების შესახებ, რამონა დუმინიჩიოიუ, ეკორურალის, რუმინეთი; ევროპის თესლეულის პოლიტიკა და მისი გავლენა თესლეულის კონსერვაციასა და გამოყენებაზე, მათიას ლორიმერი, გავათავისუფლოთ მრავალფეროვნება, ევროკავშირი; BILIM – ცოდნის გაზიარების ონლაინ პლატფორმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისათვის, კაროლინ ლედა, სკოლა კამპესინა, საფრანგეთი.
კონფერენციის №4 სესიაზე „ბაზარზე ხელმისაწვდომობა: პრაქტიკული მაგალითები ორგანული და აგროეკომწარმოებლებისთვის“ მოსმენილი იქნა მოხსენებები:
სერტიფიცირების სქემები და ელკანას ხარისხის ნიშანი, თამარ ნონიაშვილი, ელკანა, საქართველო; ბაზართან თანამშრომლობით, კავკასიის მთების უძველესი მარცვლოვანი კულტურების თესლეულის შერჩევითი კონსერვაცია, რაც პირდაპირი სარგებლის მომტანია ქართველი ბიოფერმერებისათვის, ელი როგოზა, ჰერითიჯ გრეინ ქონსერვასი, აშშ; ველურად მზარდი მცენარეების შეგროვება საქართველოში, გიორგი გუჯარაიძე, ასოციაცია ტყის პროდუქტი, საქართველო; ორგანული ჩაი იმერეთიდან, ბესარიონ ზალიკიანი, შპს ფერეთა ორგანიკ, საქართველო; ბიო და ნატურალური ღვინის წარმოების პერსპექტივები საქართველოში, ელკანას წევრი მეღვინე, საქართველო (tbc) ; „ჯარას“ მეფუტკრეთა ასოციაცია, ასლან შაქარაძე, ასოციაციის თავმჯდომარე, საქართველო
კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა ფერმერთა ადგილობრივი, ორგანული და ეკომეგობრული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა.