შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრებთან
2023 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე საქმიანი ვიზიტით ესტუმრნენ აკადემიის დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრს. შეხვედრა გახსნა დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა როლანდ კოპალიანმა, რომელმაც მიმოიხილა ცენტრის სამომავლო გეგმები და დასახული ამოცანები. ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით თავიანთი აზრი გამოთქვეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ.
აღინიშნა, რომ ცენტრს მეტად მნიშვნელოვანი მისია აკისრია. ეს არის აგრარული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის გზით სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ეკონომიკურ-ორგანიზაციული და ტექნიკურ-ტექნოლოგიური სიახლეებისა და მიღწევების რაციონალური გამოყენებისა და დანერგვის ორგანიზაცია, რამაც უნდა უზრუნველყოს დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული, მდგრადი და სტაბილური განვითარება და სასურსათო უსაფრთხოება.
შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობნენ: ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე; სოფლის მეურნეობის დოქტორები: ნუნუ ჩაჩხიანი, ნინო ყიფიანი, ეთერ ბენიძე, მარიეტა თაბაგარი, შორენა კაპანაძე, ვლადიმერ უგულავა; ტექნიკის დოქტორები: სოსო თავბერიძე, მაყვალა ფრუიძე; ეკონომიკის დოქტორები: კახა კუპატაძე და დალი სილაგაძე.