2023 წლის 24 ოქტომბერს გაიმართა- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა თემაზე:
FAO/ WHO/CAC/GL 62 სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზი კონცეპტუალური ასპექტები
(სურსათის უვნებლობის ,ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფერო)
სხდომას ესწრებოდნენ:
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივნი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრები, აკადემიის აპარატის თანამშრომლები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი რამაზ გახოკიძე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე, ბატონი ნოდარ ხატიაშვილი, ამავე ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი და სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსი მერაბ ჟღენტი, აღნიშნული სამსახურების მეცნიერ-თანამშრომლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და აღიარების სამმართველოს უფროსი კახა სოხაძე; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის დეპარტამენტების პასუხისმგებელი პირები.
სხდომაზე მოხსენებით, „სურსათის უვნებლობის რისკის ანალიზის კონცეპტუალური ასპექტები,“ გამოვიდა, აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, ზურაბ ცქიტიშვილი , რომელმაც აღნიშნა, -რომ მსოფლიოში გარემოს სწრაფი და მკვეთრი ცვლილების, გლობალური ბაზრების, საერთაშორისო სავაჭრო ნაკადების, მრავალი დასახელების სურსათის წარმოების ტექნოლოგიებში სწრაფად ცვლადი ტენდენციების და მოხმარების ახალი ჩვევების წინააღმდეგ, რომლებიც წარმოქმნიან „აღმოცენებად რისკებს,“ სურსათის უვნებლობის სისტემის ოფიციალური პირები სისტემატურად იყენებენ რისკის ანალიზს, როგორც „ბასრ იარაღს“, რისკის შეფასებით განსაზღვრული რისკის პროპორციული, მინიმიზირების ზომების გასატარებლად. მან ყურადღება გაამახვილა CAC/GL62 ის მიერ განსაზღვრულ რისკის ანალიზის მომცველი სამი განსხვავებული კომპონენტის: რისკის შეფასების, რისკის მართვისა და რისკის კომუნიკაციის, მჭიდრო ურთიერთკავშირის პრინციპის მნიშვნელობაზე. მან ხაზი გაუსვა FAO-ს და WHO-ს მიერ შემუშავებულ რისკის ანალიზის იმ კონცეპტუალურ ასპექტს, რაც უკავშირდება სურსათის უვნებლობის რეგულატორების მიერ სურსათის უვნებლობის ეროვნულ სისტემებში (რომლის პირველად აუდიტორიას სურსათის უვნებლობის ოფიციალური პირები წარმოადგენენ), რისკის ანალიზის აღქმისა და გამოყენების გაუმჯობესების ტენდეციას. აღნიშნა FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩევლის-ჯუმბერ მარუაშვილის ნაყოფიერ ჩართულობაზე, საქართველოში რისკის ანალიზის კომპონენტების, რისკის შეფასების და რისკის მართვის, თანამედროვე მეთოდების სასემინარო სწავლების ორგანიზების საკითხებში (ევროპელი ექსპერტების მობილიზება)
2) „რისკის შეფასების ინიცირების პროცედურები“(პროექტის ავტორი აკადემია) , როგორც რისკის შეფასების საწყისი წერტილის სისტემური მექანიზმი და მის საფუძველზე განხორციელებული პროექტები, წარმოადგინეს:
- სურსათის უვნებლობა - ვასილ კვერნაძე (სურსათის ეროვნული სააგენტო)
1 სუდანის ჯგუფის საღებავებით დაბინძურებული სხვადასხვა კატეგორიის სურსათის მოხმარებით განპირობებული რისკის შეფასების ინიცირება
1.საქართველოში მალაქიტის მწვანის, ლეუკო მალაქიტის მწვანის და ლეუკო კრისტალ იისფერის ნარჩენების შემცველი თევზის მოხმარებით განპირობებული ადამიანის ჯანმრთელობის რისკის შეფასების ინიცირება
- მცენარეთა დაცვა/ფიტოსანიტარია - მარიამ ჩუბინიშვილი (სურსათის ეროვნული სააგენტო)
1.ფრთალაქიანი დროზოფილას - Drosophila suzukii–ს რისკის შეფასების ინიცირებაა
2.ლაქებიანი ჭიჭინობელას - Lycorma delicatula (Hemiptera: Fulgoridae) რისკის შეფასების ინიცირება
- ვეტერინარია - ელენე ნინიძე (სურსათის ეროვნული სააგენტო)
1.საქართველოში გარეული და მიუსაფარი ცხოველებიდან შინაური ცხოველების ცოფით ინფიცირების რისკის შეფასების ინიცირება
2.ბლუთანგის (ლურჯი ენა, ცხვრის კატარული ცხელება) დაავადების საქართველოში შემოჭრა-გავრცელების“ რისკის შეფასების ინიცირება
3) სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების სამეცნიერო მეთოდოლოგიები
დარეჯან დუღაშვილი (საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიანტი)
4) მიმდინარე პერიოდში, რისკის შეფასების, ინსპექტირებისა და კონტროლის მიმართულებით FAO-მ საქმიანობის შესახებ-FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი-ჯუმბერ მარუაშვილი
ბოლოს გაიმართა დისკუსია...დისკუსიის შედეგაკადემიკოს მდივანმა ზურაბ ცქიტიშვილმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პერიოდში, ცენტრის და სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განხორციელებული პროექტები და ასევე ძალზე დადებითად დაახასიათა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, 2023 წ.11 აგვისტოს სამუშაო შეხვედრაზე, აკადემიის მიერ წარდგენილი, „უწყვეტი, გამჭირვალე და დოკუმენტირებული რისკის ანალიზის უზრუნველმყოფი ღონისძიებების“ პროექტის მხარდაჭერა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ იტალიის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტის დირექტორის, ბატონი ალბერტო მანტოვანის მიმართვას აკადემიაში გამართული მრგვალი მაგიდის მონაწილეთათვის.
მოგესალმებით,
„მე მქონდა შესაძლებლობა მემუშავა საქართველოს რისკის შემფასებლებთან, რისკის მმართველებთან და აკადემიის წევრებთან ჩემი მისიის დროს, თემაზე „საქართველოში სურსათის ჯაჭვებში ქიმიური საფრთხის შეფასება და ანალიზი“ FAO-ს პროგრამის „სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა“ ENPARD IV ფარგლებში. (თბილისი, 2023 წლის მარტი და ივნისი-ივლისი).
ქართველ ექსპერტთა ჯგუფი შთამბეჭდავი სისწრაფითა და ენერგიით მუშაობდა ამ საკითხების პოტენციურ გადაჭრაზე, ცდილობდა გარკვევას როგორ მოერგებოდა საერთაშორისო ორგანოების (FAO, JECFA, EFSA) ზოგადი რეკომენდაციები საქართველოს რესურსებს, საჭიროებებსა და ინსტიტუციურ ჩარჩოებს სურსათის უვნებლობის ეფექტური სისტემის შესაქმნელად.
გისურვებთ წინსვლას“