მიმდინარე წლის 10 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის ნამდვილი წევრები, სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, აგრარული დარგის წამყვანი და ახალგაზრდა სპეციალისტები, მეცნიერები. სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, ბატონმა გ. ალექსიძემ მიმოიხილა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიული ფაქტები, ისაუბრა აგრარული დარგში მოღვაწე გამოჩენილ მეცნიერებზე და მათ ღვაწლზე ქვეყანაში აგრარული მეცნიერებისა და აგრარული დარგის განვითარების მიმართულებით. შემდეგ გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო და მადლობის სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი. დაჯილდოებულმა პირებმა მადლობა გადაუხადეს აკადემიას დაფასებისა და აღიარებისათვის და აღუთქვეს, რომ კიდევ მეტი შემართებითა და მოტივაციით გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
საზეიმო სხდომის დღის წესრიგის შესაბამისად აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ აუდიტორიას წარუდგინა მოხსენება თემაზე: ,,სოფლის მეურნეობის სივრცით - ტერიტორიული განვითარების პრიორიტეტები (კახეთის მაგალითზე)“. მოხსენების ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ ამომწურავი პასუხები გასცა.
მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო სხდომის დასასრულს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ კიდევ ერთხელ მიულოცა დამსწრე საზოგადოებას ეს ღირსშესანიშნავი თარიღი, უსურვა წარმატება და წინსვლა სამეცნიერო საქმიანობაში.
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი აპოლონ კაკაბაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზაზა მარუაშვილი - განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის განყოფილების მთავრი მეცნიერ თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი მელაძე კლიმატოლოგიისა და აგრომეტეოროლოგიის დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
4. ფონდ ‘’განვითარება და გარემო’’-ს თავმჯდომარე - თეიმურაზ ტყემალაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
5. ფონდ ‘’განვითარება და გარემოს“ მთავარ კოორდინატორი - იოსებ ტყემალაძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
6. ფონდ ‘’განვითარება და გარემოს“ აღმასრულებელ დირექტორი, ჟურნალის ‘’ველური ბუნება’’ მთავარი რედაქტორი - გოჩა კობერიძე - გარემოს დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი გიორგი იაკობაშვილი - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი ზურაბ ლიპარტია - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი მარიამ ჩუბინიშვილი - მცენარეთა დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დემნა ხელაია - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ლევან ციცქიშვილი - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
13. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან მაკარაძე - ვეტერინარიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
14. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორს მალხაზ სამადაშვილი - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
15. საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ალექსანდრე აფციაური - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
16. აჭარის ა/რ ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ეკოლოგიური ექსპერტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი არჩილ ძირკვაძე - სატყეო დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
17. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიოლოგიის დოქტორი ზურაბ ქუჩუკაშვილი - გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
18. აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი - მემარცვლეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
19. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
20. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ზაირა შაფათავა - სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
21. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მოლეკულური მარკირების ლაბორატორიის უფროსი, სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორი კახა ბიწკინაშვილი - გენეტიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
22. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის ლაბორატორიის უფროსი, ბიოლოგიის დოქტორი ივეტა მეგრელიშვილი - მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
23. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი - მეხილეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
24. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ეკოფიზიოლოგიის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი თემურ ორთოიძე - მცენარეთა ეკოფიზიოლოგიის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
25. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ჟღენტი - სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის.
26. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გულნარი ჩხუტიაშვილი - მემარცვლეობის დარგში სამეცნიერო მიღწევებისათვის
მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მადლობის სიგელით დაჯილდოვდნენ:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე - ვეტერინარიის დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის
2. FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი - მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
3. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი მერაბ სეფაშვილი - ქიმიური რისკების შეფასების პროცესში რისკის ანალიზის მეცნიერული კომპონენტის - რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებისათვის.
4. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიოლოგიის დეპარტამენტის გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის მიმართულების დოქტორანტი ანი ქირია - ქიმიური რისკების შეფასების პროცესში რისკის ანალიზის მეცნიერული კომპონენტის - რისკის შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიების გამოყენებისათვის.