საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრა - ‘’გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით არსებული კვლევითი შესაძლებლობები’’

2023 წლის 21 ნოემბერს სასტუმრო ‘’კოპალა წყნეთში’’ გაიმართა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო კვლევითი ფონდებისა და უნივერსტიტებისთვის დაგეგმილი სამუშაო შეხვედრა - გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით არსებული კვლევითი შესაძლებლობები“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სამეცნიერო კვლევითი ფონდების მიერ გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით არსებული შესაძლებლობების განხილვას და უნივერსტიტების საჭიროებების იდენტიფიცირებას. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, უნივერსტიტებისა და სამეცნიერო ფონდები წარმომადგენლები.  thumbnail 0V1A9746

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ალადაშვილმა, სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა.

შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია და კითხვა - პასუხი ‘’გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ფონდების შესაძლებლობები და გამოცდილების შესახებ’’. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოსა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა ლაშა დოლიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სპეციალისტმა - ბაგრატ რაზმაძემ, „ჰორიზონტი ევროპა“ - ს საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენელმა - ლუკა ქემოკლიძემ.

სხდომის დასასრულს, შემაჯამებელი ინფორმაციით შეხვედრის მონაწილეებს მიმართა - საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ზაზა მარუაშვილმა.

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com