საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

5 დეკემბერი - ნიადაგების მსოფლიო დღე

82987789 8945 4478 843d 30191be3921b 2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა ნიადაგების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი; აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი; აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; აკადემიკოსები: ზაურ ჩანქსელიანი და ედიშერ კვესიტაძე; აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი და ამავე საბჭოს წევრი, დოქტორი ირინე ჩარგეიშვილი; აკადემიის სტიპენდიატები, დოქტორი ეკატერინა კაციტაძე და დოქტორი გიორგი ქუთელია; სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის სამსახურის მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები: დოქტორი გიორგი ორმოცაძე და დოქტორი გიორგი გვენცაძე, ასევე აკადემიის აპარატის თანამშრომლები7ee49682 f3e9 4a16 8c70 239d6abd25e1

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან აღნიშნა, რომ ნიადაგების დაცვა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, ამიტომაც FAO- კონფერენციის თხოვნით გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2013 წლის ივნისში 68- სესიაზე 5 დეკემბერი დააკანონა როგორც ნიადაგების მსოფლიო დღე. ხაზგასასმელია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში დაწესდა 5 დეკემბერს ნიადაგების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარება. ამ დღეს მიეძღვნა არაერთი კონფერენცია, სემინარი თუ მრგვალი მაგიდა. წელსაც აკადემია არ ღალატობს ჩვეულ ტრადიციას და მრგვალი მაგიდის ფორმატში აღნიშნავს ამ მნიშვნელოვან თარიღს. შემდეგ ბატონმა გურამმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: აკადემიკოს . ჩანქსელიანის მოხსენება თემაზე: „ნიადაგის როლი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეშიდა დოქტორ გიორგი ორმოცაძის მოხსენება: „ნიადაგის ფუნქციები ბიოსფეროში და ეკოსისტემებში“.

აკადემიკოსმა ზაურ ჩანქსელიანმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, რომ ზოგადად მდგრადი განვითარება აუცილებელი პირობაა ეროვნული ეკონომიკის ნებისმიერი დარგის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. მდგრადობას დიდი მნიშვნელობა აქვს სოფლის მეურნეობაში, რადგანაც კვების პროდუქტები განსაკუთრებული სახის პროდუქციას წარმოადგენენ, რომლის წარმოების დონე გარანტირებული და შესაბამისად მდგრადი უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის დარგების მდგომარეობა, მათი ეფექტიანობა და მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისაა და სასურსათო დამოუკიდებლობის განმსაზღვრელია. აქედან გამომდინარე, აგროპროდუქციის წარმოების მდგრადობაზე გაძლიერებული კონტროლი აუცილებელ პირობას წარმოადგენს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც აგრარულ პოლიტიკას განიხილავენ როგორც პრიორიტეტულსა და სტრატეგიულს. სოფლის მეურნეობის დარგების მდგომარეობა დიდ წილად ნიადაგების მდგრადობაზეა დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ნიადაგები წარმოადგენენ ძირითად საფუძველს სურსათის წარმოების და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი ეკოსისტემური მომსახურეობისათვის. ნიადაგების მდგრადი მართვა ხელს უწყობს სურსათის წარმოების ზრდას, საკვები პროდუქტების ყუათიანობის გაუმჯობესებას, ასევე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების შემსუბუქებასა და ადაპტაციას. „მდგრადი სოფლის მეურენობის განვითარებაში მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოპროდუქტების წარმოება. ის სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ალტერნატიული, მოწინავე მზარდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე სისტემაა, რომელიც გამორიცხავს ქიმიური სასუქების, პესტიციდების, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებას. ის კანონით რეგულირდება და მეურნეობის მართვისა და სურსათის წარმოების მეთოდებით მსოფლიოში აღიარებულ სტანდარტებს შეესაბამება“ - განაცხადა აკადემიკოსმა . ჩანქსელიანმა. მოხსენების ბოლოს ბატონმა . ჩანქსელიანმა, ხაზგასმით აღნიშნა რომ უკანასკნელ პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახშირდა სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების პროგრამების შემუშავება, როგორც სასურსათო დამოუკიდებლობის მიღწევის საუკეთესო საშუალება.

406018109 322808727305124 5703131257214368936 n დოქტორმა გიორგი ორმოცაძემ თავისი მოხსენება შემდეგი სიტყვებით დაიწყო ,,ყველაფერი რაც ეხება ბიოსფეროს, უპირველესად ეხება მიწის ნიადაგურ საფარს’’- რითაც აუწყა აუდიტორიას, რომ ნიადაგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. „ნიადაგი არის უმნიშვნელოვანესი და განუახლებადი ბუნებრივი რესურსი, რომელიც საფუძვლად უდევს სასოფლო-სამეურნეო კულტურათა წარმოებას; მსოფლიოში სურსათის 95%-მდე იწარმოება ნიადაგზე; ნიადაგი ფილტრავს და ასუფთავებს წელიწადში ათეულობით ათას კუბურ კილომეტრ წყალს, იგი წარმოადგენს ნახშირბადის ყველაზე მსხვილ მიწიერ რეზერვუარს, ამავე დროს, ხელს უწყობს ნახშირორჟანგის და სხვა სასათბურე გაზების თანაბარზომიერი გაფრქვევის რეგულირებას. ნიადაგების გლობალურ მრავალწახნაგოვან ფუნქციებს შორის პირველი და მთავარია დედამიწაზე სიცოცხლის უზრუნველყოფა. ნიადაგების გარეშე ცოცხალი ორგანიზმების ბუნებრივი არსებობა შეუძლებელია“- აღნიშნა ბატონმა გიორგიმ. შემდეგ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ დედამიწის თანამედროვე ბიოსფერო განიცდის არამხოლოდ ცალკეული კომპონენტების დეგრადირებას, არამედ მიიწევს საერთოდ ხარისხობრივი გარდაქმნისაკენ, რომლის შედეგების წინასწარმეტყველება ძნელია. ადამიანის ჩარევის შედეგად შეცვლილი ბიოსფეროს რიგმა მაჩვენებლებმა მიიღეს მისი ბუნებრივი ევოლუციით განვითარების საპირისპირო ხასიათი. განსაკუთრებით საგანგაშოა პლანეტის ცოცხალი ორგანიზმების, ნიადაგების და ლანდშაფტის გარდაქმნა მთლიანად. მოხსენების დასასრულს დოქტორმა . ორმოცაძემ მსმენელებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ბიოსფეროს შენარჩუნება და დაცვა, აგრეთვე გაქრობის პირას მყოფი ნიადაგების აღდგენა და მისი ნაყოფიერების ამაღლება წარმოადგენს კაცობრიობის კარდინალურ ამოცანას.

მრგვალი მაგიდაზე წარმოდგენილმა ორივე მოხსენებამ აუდიტორიის მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა. დაისვა არაერთი შეკითხვა პრობლემატური საკითხების ირგვლივ, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები გასცეს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო მოხსენებებისათვის, ხოლო აუდიტორიას მობრძანებისა და მრგვალი მაგიდის მუშობაში აქტიური ჩართულობისთვის.

 

ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისათვის

 

მიმდინარე წლის 28 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსოპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილოინში საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, ევროკავშირი დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით გაიმართა კონფერენცია თემაზე: „ევროკავშირი და საქართველო ერთად სოფლის მდგრადი განვითარებისათვის.“კონფერენციის მუშობაში მონაწილეობას ღებულობდნენ სახელმწიფო უწყებები, ადგილობრივი ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორები და სოფლის განვითარების ევროპელი ექსპერტები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-რეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

ღონისძიება გახსნეს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ოთარ შამუგიამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილემ, ბატონმა კატალინ გერმანმა. მათ ხაზი გაუსვეს სოფლის მდგრადი განვითარების საკვანძო მნიშვნელობის ისეთი პრიორიტეტული სფეროების წარმატებისათვის, როგორებიცაა საქართველოს რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარება, აუცილებელია მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდა და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის მანძილზე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სოფლის განვითარების პროგრამების განხორციელების, ინსტიტუციური რეფორმების გატარებისა და ევროპული მიდგომების დანერგვის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სოფლად ცხოვრობს. სოფლის მდგრადი და კლიმატგონივრული განვითარება უშუალოდ აისახება ადამიანების კეთილდღეობაზე, ქმნის მეწარმეობის და განათლების შესაძლებლობებს და აუმჯობესებს გარემოს დაცვას. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ გაატარა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმები სოფლის განვითარების ეროვნული ჩარჩოს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საერთო პოლიტიკასთან დაახლოების მიზნით. უახლოეს მომავალში საქართველოში ამოქმედდება LEADER პროგრამა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის განვითარებას.

დამსწრე საზოგადოების ასევე   სიტყვით მიმართეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნინო წილოსანმა, UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ბატონმა დაგლას უებმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა თენგიზ ნასარიძემ.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე პანელური დისკუსია, ქართველი და ევროპელი ოფიციალური პირების, სოფლის განვითარების სპეციალისტებისა და ექსპერტების მონაწილეობით. მსჯელობა შეეხო სოფლის მდგრადი განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოში.

კონფერენციის შედეგები შეაჯამა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში, ბატონმა დაგლას უებმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა შესაძლებლობა აქვს, რომ ააშენოს ძლიერი სოფლის ეკონომიკა ადამიანების საუკეთესო ინტერესებისა და ქვეყნის კეთილდღეობის გთვალისწინებით.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com