საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა

8b3db65a aba4 435d 82a5 1144625794e3       საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღე აღინიშნა, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიკოსი ჯალ გუგუშვილი.

       საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი10 წლის წინ, 2013 წლის 16 დეკემბრს ჩამოყალიბდა და დღეს აგროინჟინერიის, მევენახეობა ენოლოგიის, სასურსათო და აგრარული ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებს სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.

       აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა სტუ-ის რექტორმა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სტუმრებს მიულოცა ფაკულტეტის დღე და აღნიშნა, რომ აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, სადაც სტუდენტებს ყველა შესაძლებლობა აქვთ ჩამოყალიბდნენ დარგის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებად.

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისპრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სტუ-ის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მადლობა გადაუხადა ფაკულტეტის დღის დაწესებისთვის. როგორც გივი ჯაფარიძემ აღნიშნა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მენეჯმენტი ორიენტირებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებასა და დარგის განვითარებაზე.

     ფაკულტეტს წარმატებები უსურვეს აკადემიკოსებმა გივი გავარდაშვილმა, ჯემალ გუგუშვილმა და სხვა გამომსვლელებმა.

   სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ფაკულტეტის მხარდაჭერისთვის. როგორც დეკანმა განაცხადა ფაკულტეტზე, სადაც აგრარული მიმართულების 22 პროგრამა ფუნქციონირებს, საუნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურზე, 2000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

   ღონისძიების დასასრულს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ოქროს მედალი გადასცა აკადემიკოს გურამ ტყემალაძეს, საპატიო დიპლომები პროფესორებს: ნინო ჩხარტიშვილს, მალხაზ დოლიძეს და იოსებ სარჯველაძეს. ასევე, რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა მადლობის სიგელები გადასცეს აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის წარმატებულ სტუდენტებს: მილენა მალხასიანს, თამარ ზედგენიძეს, ჯემალ გაბრიჭიძეს, ნინი ყავლაშვილს და სალომე მიქაძეს

 

მ ი ლ ო ც ვ ა

 

2023 წლის 15 დეკემბერს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა დოქტორს, პროფესორ ზაურ ჩანქსელიანს

დაბადებიდან   75 და სამეცნიერო -  პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წელი შეუსრულდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს

ბატონ ზაურ ჩანქსელიანს ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს,

უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს წარმატებულ სამეცნიერო,

პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!

 

912f3ead f2e4 47e2 84eb 387a0d8e930e

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com