საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა აკადემიაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის შესახებ

2024 წლის 8 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მოხსენებით წარდგა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მენეჯერ, თინათინ ჯაჭვაძე. მოხსენება ეხებოდა „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამას, რომელსაც სააგენტო ახორციელებს 2019 წლიდან. 2019-2021 წლებში პროგრამა იყო საპილოტე ხასიათის და მსოფლიო ბანკთან ერთად, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდებოდა, ხოლო 2022 წლიდან სააგენტომ პროგრამა გააგრძელა და მას მუდმივმოქმედი პროგრამის სახე მისცა.

ამ პროგრამის მიზანია მეცნიერების მხარდაჭერა კვლევის შედეგების კომერციალიზაციში, კერძოდ კი, ისეთი პროექტების კომერციალიზაცია, რომლებიც პასუხობს ბაზრის საჭიროებებს. ba5d9ce0 3d7d 415a 8566 19acc929d071

ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამაშიმონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ როგორც ფიზიკურმა, აგრეთვე, იურიდიულმა პირებმა (საქართველოში რეგისტრირებულმა უნივერსიტეტებმა, კვლევითმა ინსტიტუტებმა და მეცნიერებმა), რომელთაც აქვთ ისეთი კვლევითი პროექტები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური მზაობის TRL4 და შემდეგ დონეზე. პროგრამის მონაწილე პროექტის შეფასებას ახორციელებენ კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. შეფასება გულისხმობს პროექტების დეტალურ ანალიზს ტექნოლოგიური და ბიზნეს მზაობისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მიმართულებით. შეფასების ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულ პროექტებზე ინდივიდუალურად განისაზღვრება კომერციალიზაციის გეგმები და იწყება მოლაპარაკების პროცესი პოტენციურ ინდუსტრიულ პარტნიორებთან.

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში სააგენტო განაცხადებს ყოველწლიურად ღებულობს, ინფორმაცია იხილეთ სააგენტოს ვებ-გვერდზე - https://gita.gov.ge/programs/teknologiebis-gadatsemis-programa-omkqy8B9p.

მოხსენების განმავლობაში ქალბატონმა თინათინმა ისაუბრა პროგრამის კონცეფციის, მისი ეტაპების, მიღწეული შედეგების, განაცხადის ფორმის შევსებისა და პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com