საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2024 წლის 27 მარტს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის

1   მიმდინარე წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელმძღვანელობას შორის.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აადემიკოსი რამაზ ხუროძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ავთანდილ კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ აბაშიძე2

შეხვედრა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. აღინიშნა, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს და მათ მონაწილეობა ერთობლივად არაერთ ღონისძიებაში აქვთ მიღებული. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. მან დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა აკადემიებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გეგმებზე, რომელთა განხორციელებაც ქვეყნისათვის დიდი სიკეთის მომტანი იქნება.

7 

   შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე, ქართული მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენას.

 

 

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com