საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამუშაო შეხვედრა

ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესი

(მეორე სამუშაო შეხვედრა)

 

2024 წლის 2 აპრილს, თბილისში, ღვინის ეროვნული სააგენტოს დარბაზში გაიმართა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის (ესპპ) 2024 წლის მეორე სამუშაო შეხვედრაშეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეების თანამონაწილეობით მუნიციპალური ტყის ფორმირებისა და ტყის მართვის განვითარების შესაძლებლობების განხილვა; უკვე განხორციელებული სამუშაოების და შექმნილი დოკუმენტების გაცნობა; სამომავლო საქმიანობის დაგეგმვა.

სხდომას ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე - ლიკა გიორგაძე, GIZ - ის იურისტ - კონსულტანტი - ეკატერინე ოთარაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, GIS და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრი - „გეოგრაფიკი“ - გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი - მამუკა გვილავა, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა - აღდგენის დეპარტამენტის უფროსი - მერაბ მაჭავარიანი, GIZ, გარემოსდაცვითი და სოციალური გარანტიებისა და გენდერის მრჩეველი - მარიკა ქავთარაშვილი, დამოუკიდებელი ექსპერტი - გიორგი ლემონჯავა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები.

შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ლიკა გიორგაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადაადგილობრივი მნიშვნელობის ტყის განსაზღვრის კრიტერიუმები და ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის წესი“- სამუშაო ვერსია. გარდ ამისა, კლიმატის მწვანე ფონდის პროექტის (GCF) ფარგლებში მომზადდა ტყის მართვის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში საზოგადოების გაუმჯობესებული თანამონაწილეობის კონცეფცია დამერქნიანი მცენარეებით დაფარული ბუნებრივი სივრცეების მართვის სახელმძღვანელო“. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს რვა სამიზნე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ტყის მართვის შესაძლებლობების შეფასება, არსებული შესაძლებლობების გამოყენებისა და ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა.

აქტუალური საკითხების ირგვლივ გაიმართა დისკუსია. სხდომა შეაჯამა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ქალბატონმა ლიკა გიორგაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანების და სამუშაო შეხვედრაში აქტიური მონაწილეობისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com