საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

22 მაისი - ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღე

49948185 7ff4 4108 998b ae18f9432e1c მიმდინარე წლის 22 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობს მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა თემატური სხდომა, რომელიც მიეძღვნა ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო დღეს. სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის სტიპენდიატი, მარიამჯვრის ნაკრძალის დირექტორი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვის მიმართულებით დარგობრივი კოორდინატორთა ჯგუფის წევრი, ბიოლოგიის დოქტორი ხათუნა წიკლაური.

თემატური სხდომა გახსნა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მოკლე მისალმების შემდეგ, მან ისაუბრა ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების არსებული მდგომარეობის შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველოს ბუნება გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით, განსაკუთრებით მდიდარია ენდემებით, რომელსაც გაფრთხილება ესაჭიროება. აქ გვხვდება ფლორისა და ფაუნის უნიკალური სახეობები რომელთაგან აღსანიშნავია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, ქართული ნუში, ძელქვა, კოლხური ხოხობი, კავკასიური ჯიხვი, ბიგა, კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, მტკვრის წვერა, მურწა და სხვ. ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში მოიმატა დაცული ტერიტორიების რაოდენობამ, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით წარმოებულ საქმიანობას. შემდეგ აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ სიტყვა გადასცა ბიოლოგიის დოქტორ ხათუნა წიკლაურს, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით თემაზე: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიმოხილვა საქართველოში“.9a78b887 2fc4 4e39 aee7 8dadea9c11bf

დოქტორმა ხ. წიკლაურმა დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ევროპულ (2004/35/CE) დირექტივას“. აღნიშნულთან დაკავშირებით ქვეყანამ მიიღო კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. მომხსენებელმა დეტალურად განიხილა წარმოდგენილ კანონთან დაკავშირებით ყველა საკვანძო საკითხი, რომელთა შორის ყურადღებას იპყრობდა კანონით განსაზღვრული პრინციპი ‘’დამბინძურებელი იხდის’’, რითიც გარემოს დამაბინძურებელი კომპანიები ვალდებულები არიან გასწიონ შესაბამისი ხარჯები და განახორციელონ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ღონისძიებები. ქალბატონმა ხ. წიკლაურმა ასევე ისაუბრა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღმსრულებელთა შესახებაც, რომლებსაც გარემოს დაცვის სააგენტო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წარმოადგენენ.

დოქტორმა ხ. წიკლაურმა აუდიტორიის ყურადღება ასევე შეაჩერა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის მიერ უკანასკნელ პერიოდში წარმოებულ საქმიანობაზეც. აღინიშნა, რომ დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის 14 საქმის ადმინისტრაციული წარმოება, რომელიც მოიცავს: მიწისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის 4 შემთხვევას; წყლისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის 10 შემთხვევას; წყლისთვის და მიწისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის 1 შემთხვევას.

c4c24c0d 64d0 4617 9ddb 61f409877c5e მოხსენების დასასრულს დოქტორმა ხ. წიკლაურმა ისაუბრა დეპარტამენტის გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებს ბოლნისის, დმანისის და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში მიწის ზიანისთვის დაკისრებული მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტების საბოლოო შეთანხებას და ბოლნისის, ჭიათურის, საგარეჯოს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ათ (10) შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც მოხდა ზედაპირულ წყლის ობიექტის დაბინძურება, დაკისრებული მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებით დადგენილი შესაბამისი პროცედურების აღსრულება.

წარმოდგენილი საკითხის ირგვლივ გაიმართა მსჯელობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. დამსწრე საზოგადოების მიერ მოწონებული იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის მიერ წარმოებული საქმიანობა, რომელიც იმედს იძლევა რომ ქვეყნის ბუნებრივი გარემო კიდევ უფრო უკეთ იქნება დაცული.

თემატური სხდომა შეაჯამა აკადემიის   გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ. მან მადლობა გადაუხადა აუდიტორიას მობრძანებისა და სხდომის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 22 მაისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ჩაის მოვლა-მოყვანისა და გადამუშავების ინოვაციური ენერგორესურსდამზოგი ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებები“ გამოვიდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი თემურ რევიშვილი და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი ბახვა დოლიძე. აღინიშნა, რომ სამუშაო ძალის დანახარჯის 70%-მდე ჩაის მოსავლის აღებაზე მოდის. მუშახელის დეფიციტმა პრობლემები შეუქმნა მეჩაიეობას. ამ პირობებში ინოვაციური ტექნოლოგიების და მცირე მექანიზაციის საშუალებების გამოყენება განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს და მდგრადი განვითარების ძირითად მიმართულებად გვევლინება. ჩაის კულტურის ვეგეტაციის პერიოდს ემთხვევა სარეველების მძლავრი აღმოცენება, შედეგად ივსება პლანტაციის რიგთაშორისი არე, რაც ართულებს გადაადგილებას და შესაბამისად ხარისხოვანი ფოთლის კრეფას. სარეველები ნეგატიურად მოქმედებენ მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

ჩაის პლანტაციის მოვლა-მოყვანის სამუშაოებზე შრომითი დანახარჯების შემცირების და დამატებითი მოგების მისაღებად შემოთავაზებულია ორი ტექნოლოგიური მოწყობილობა:

- ჩაის ბუჩქის სასხლავი და პლანტაციის რიგთაშორისების დამმუშავებელი დანადგარი უზრუნველყოფს ჩაის პლანტაციის გასხვლას, რიგთაშორისების დამუშავებას, გაწმენდას სარეველებისგან, მათ დაქუცმაცებასა და მიღებული მასის ნიადაგში ჩახვნას, რაც ხელს უწყობს პლანტაციაში ორგანული ნაერთების და ჰუმუსის დაგროვებას, ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებას და პლანტაციის ბიოლოგიურ პროდუქტიულობაზე დადებით ზემოქმედებს. ჩაის ფოთლის კრეფის ჯერადობის პარალელურად, ამავე ინტერვალით პლანტაცია უნდა გაიწმინდოს სარეველებისგან, რაც ყოველ ჯერზე დამატებითი ორგანული სასუქია ჩაის მცენარისთვის. ჩაის ბუჩქის სასხლავი ტექნიკური საშუალების (საქართველოს პატენტი GE U 2020 240 Y) ექსპერიმენტული ნიმუში გამოიცადა ი/მ მ. კუპრაძის (ოზურგეთი) პლანტაციაში, ხოლო პლნტაციის რიგთაშორისების დამმუშავებელი დანადგარის ექსპერიმენტული ნიმუში - შპს ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის პლანტაციაში, დამუშავდა 5 ჰა ფართობი.

- ფოთლის ხელით საკრეფი აპარატი, - (საქართველოს პატენტი P 2022 7413)   უზრუნველყოფს ჩაის ფოთლის შერჩევითი კრეფის შესაძლებლობას ყლორტების ჭრის სიმაღლის რეგულირების გზით, იზრდება 2-3 - ფოთლიანი ნაზი დუყების აღების პროცესის ეფექტიანობა და მოსავლიანობა. მოდერნიზებული აპარატის მოქმედი მოდელი გამოიცადა შპს „ანასეულის ექსპერიმენტული ჩაის ფაბრიკის“ სამრეწველო პლანტაციაში. შრომატევად საწარმოო პროცესებში მცირე მექნიზაციის საშუალებების გამოყენება ამცირებს მოთხოვნას მუშახელზე, შედეგად მცირდება თვითღირებულება და იზრდება დამატებით მოგება. დამზადებულია აპარატის მოქმედი მოდელი.        

            მწვანე ჩაის დამზადება ენერგოტევადი პროცესია. თბური პროცესები - ფიქსაცია, შეშრობა და შრობა უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხარისხობრივი მაჩვენებლების ჩამოყალიბებაში. თვითღირებულების მეოთხედს ენერგეტიკული დანახარჯები შეადგენს, რომელთა შემცირება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. შემუშავებულია ელექტრომაგნიტური ინდუქციის მეთოდზე დაფუძნებული ჩაის ფოთლის ენერგოდამზოგი ინოვაციური საფიქსაციო ტექნოლოგიური დანადგარი (საქართველოს პატენტი P 2022 7427) და მის ბაზაზე მწვანე ჩაის ენერგოდამზოგი ახალი ტექნოლოგია. ახალი თაობის საფიქსაციო დანადგარის და ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში ელექტროენერგიის დანახარჯები 10 - ჯერ მცირდება, ასევე მცირდება მზა პროდუქტის თვითღირებულება.

ზემოაღნიშნულის გარდა შემუშავებულია მოგრეხილი ჩაის ფოთლის ენერგოეფექტიანი მაფორმირებელ - საშრობი დანადგარი (განაცხადი AU 2023 16196, პატენტის გაცემის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება - 10.10.2023). დანადგარის კონსტრუქციული გადაწყვეტა უზრუნველყოფს მზა ჩაის სასაქონლო სახის გაუმჯობესებას.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ: აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიკოსები: ნოდარ ჭითანავა, ალექსანდრე დიდებულიძე, დოქტორები: ომარ თედორაძე, გოჩა ცოფურაშვილი, ნუგზარ ებანოიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველი, დოქტორი ომარ კაჭარავა, სამინისტროს   სამმართველოს უფროსი ნოდარ ხოხაშვილი, ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე, ფერმერი გიორგი მუსხელიშვილი, საქართველოში ფაო-ს წარმომადგენლის მოადგილი ჯუმბერ მარუაშვილი. დაადგინეს, რომ მიღებულ იქნას ცნობად ინფორმაცია ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2019-2023 წ.წ. ჩატარებული სამუშაოები. იმის გათვალისწინებით, რომ ჩაის მოვლა-მოყვანის და ნედლეულის დამზადების შრომატევად საწარმოო პროცესებში მცირე მექანიზაციის ინოვაციური მრავალფუნქციური ტექნიკური საშუალებები მნიშვნელოვნად ამცირებს მოთხოვნას დეფიციტურ, ძვირადღირებულ მუშახელზე, აგრეთვე თვითღირებულებას და იძლევა დამატებით მოგებას, მათი გამოყენება მეჩაიეობის სექტორში გადაიარაღების ძირითად სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებად უნდა იქნეს განხილული, ხოლო მწვანე ჩაის წარმოებაში ენერგეტიკული დანახარჯების შესამცირებლად მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ავტორების მიერ შემოთავაზებულ ელექტრომაგნიტური ინდუქციის მეთოდზე დაფუძნებულ ინოვაციურ თბურ ტექნოლოგიურ დანადგარებს და მათ ბაზაზე შემუშავებულ მწვანე ჩაის ახალ სამანქანო ტექნოლოგიას. ახალი თაობის საფიქსაციო დანადგარის და ტექნოლოგიის გამოყენების პირობებში მცირდება მზა პროდუქციის თვითღირებულება.

 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“

 

კონფფფ მიმდინარე წლის 22-24 მაისს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“. კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლევან უჯმაჯურიძემ. ოფიციალურ გამომსვლელთა შორის ასევე იყვნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი, დოქტორი ივერი ახალბედაშვილი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი, ბატონი თეიმურაზ დოჭვირი. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიკოსმა ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ და აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივნმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა . გურამი

კონფერენციის მონაწილეთა წინაშე ფართე მოხსენებით წარსდგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მოკლე მისალმების შემდეგ მან ისაუბრა ბიომრავალფეროვნებისა და მცენარეთა გენეტიკური რესურსების შენარჩუნების და დაცვის აუცილებლობაზე, ხაზი გაუსვა იმას, რომ სასოფლო-სამეურნეო მცენარეთა ჯიშები, ფორმები და ჰიბრიდები მცენარეთა გენეტიკური რესურსების მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ისინი ხელს უწყობენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის მდგრადობას, სასურსათო დამოუკიდებლობას, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, შემოსავლიანობის ზრდას და სხვა. აღნიშნა, რომ საქართველო მცენარეთა გენეტიკური რესურსების და ბიომრავალფეროვნების ბუნებრივი მუზეუმია, რასაც ადასტურებს სასოფლო - სამეურნეო მცენარეთა უამრავი ენდემური ჯიში, მ. შ. ვაზის, ხეხილის, მარცვლეულის, ბოსტნეული კულტურების და სხვ.

            ბატონმა გურამმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს „გარემოს დაცვის, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი“, რომელშიც გაერთიანებული არიან ამ დარგში მომუშავე ცნობილი ქართველი სპეციალისტები. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა აკადემიის თანამშრომლობაზე კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ეროვნულ ცენტრთან, ერთობლივ ექსპედიციებზე მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვება-დაცვის და ურთიერთგაცვლის მიზნით და სხვ.

            აღსანიშნავია, რომ კონფერენციის ფარგლებში, ქართველმა მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად მცენარეთა გენეტიკური რესურსების მართვისა და გამოყენების, ველური ფლორის გენეტიკური რესურსების კონსერვაციის, ასევე ეკოსერვისების, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 14 ქვეყნის 150-მდე მეცნიერმა და მკვლევარმა.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com