საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

 

20240531 130943  მიმდინარე წლის 31 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდა პრეზიდიუმის 15 წევრი, აკადემიკოსები: გ. ჯაფარიძე. გ. ალექსიძე, რ. ასათიანი, ა. გიორგაძე, ჯ. გუგუშვილი, ა. დიდებულიძე, ლ. დოლიძე, გ. მარგველაშვილი, რ. მახარობლიძე, ლ. უჯმაჯურიძე, ზ. ფუტკარაძე, ნ. ჩხარტიშვილი, ნ. ჭითანავა, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, მ. ბარვენაშვილი, ო. კაჭარავა, ასევე პრეზიდენტის თანაშემწე, დოქტორი თ. ბაციკაძე და აკადემიის აპარატის თანამშრომლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

            პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მან მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში არსებული აგრარული მდგომარეობა, რის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას გააცნო დღის წესრიგი:

1. ინფორმაცია ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2023 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: ქუთაისის კ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის     აპარატის უფროსი, აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

2. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2023 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული   მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

 20240531 134101

3. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების დებულების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიხედვით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მისანიჭებელი კონკურსების გამოცხადების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

20240531 144328 

5. მიმდინარე საკითხები.

           თითოეული საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა: გ. ალექსიძემ, ნ. ჭითანავამ, ზ. ფუტკარაძემ, ა. დიდებულიძემ, ე. კვესიტაძემ, დოქტორებმა: ო. კაჭარავამ და ი. ახალბედაშვილმა.

            აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკითხად მოსმენილი იქნა ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „მცენარეთა გენეტიკური რესურსები: შესაძლებლობები და გამოწვევები“ შესახებ, რომელიც ჩატარდა 22-24 მაისს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით. კონფერენციის ირგვლივ ისაუბრა სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორმა, აკადემიკოსმა ლ. უჯმაჯურიძემ.

            პრეზიდიუმის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ჯაფარიძემ. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და პრეზიდიუმის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com