საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სემინარი

17 ივნისი - გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

gggg74b2b95f 85a7 47ec be01 43c20171cc4c საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 17 ივნისს აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: „მსოფლიოს საოცარი უდაბნოები“. სემინარს ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიკოსები: ნოდარ ჩხარტიშვილი, ლევან უჯმაჯურიძე, კადემიის აკადემიური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი.

სემინარი გახსნა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან აღნიშნა, რომ აგრონომიული განყოფილების ინიციატივით აკადემიაში უკვე მრავალი წელიწადია აღინიშნება გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე, მოსმენილია მეტად საინტერესო მოხსენებები, განხილულია პრობლემატური საკითხები. შემდეგ ქალბატონი გოგოლა მსმენელების წინაშე წარსდგა მოხსენებით: „მსოფლიოს საოცარი უდაბნოები“. მოხსენების ფარგლებში განიმარტა, თუ რას წარმოადგენს უდაბნო ლანდშაფტის თვალსაზრისით, რა რაოდენობის და რამდენი ტიპის უდაბნოს ვხვდებით დედამიწაზე, მათი მნიშვნელობა. ყურადღება გამახვილდა უდაბნოთა მრავალფეროვნებაზე, მათ შორის: ანტარქტიდაზე, როგორც ჩვენს პლანეტაზე არსებულ ყველაზე ცივ უდაბნოზე, სადაც 1983 წელს ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდა: - 890C; საჰარაზე, რომელსაც აფრიკის ტერიტორიის დაახლოებით 1/4 უკავია და სადაც 2050 წლისათვის იგეგმება მისი დიდი ნაწილის ათვისება მზის ფოტოელემენტებით, რითაც შესაძლებელი იქნება ჯამურად 100 გვტ-ის გამომუშავება; ასევე თვალისმომჭრელად თეთრ - „ფაიფურის უდაბნოდ“ წოდებულ, ულამაზეს უდაბნოზე, რომელიც აშშ-ს სამხრეთ ნაწილში, ნიუ-მექსიკის შტატში მდებარეობს და რომელსაც აშშ-ს ნაციონალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. საუბარი წარიმართა ეთიოპიაში მდებარე, პლანეტის ყველაზე საშიშ უდაბნოდ წოდებულ დანაკილის უდაბნოზეც, სადაც საშიში ვულკანების, ტოქსიკური გაზის ღრუბლების და გოგირდიანი ტბების ერთობლიობამ, ეს ადგილი ცხოვრებისთვის შეუფერებლად აქცია. აქ უჩვეულოდ ლამაზი კაშკაშა ყვითელი, მწვანე ფერების სხვადასხვა ტონალობით გამორჩეული ლანდშაფტი მნახველებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს უდაბნოში მდებარე ტბა ერტა ალე, რომელშიც მუდმივად მოთუხთუხე ლავარასდროს ცივდება. ggg423bf4f7 61ff 461c ae5a 656164308246

აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა ნიადაგების გაუდაბნოებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზეც შეაჩერა მსმენელთა ყურადღება. ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ქვეყნის წინაშე დგას. ესაა გაუდაბნოების საშიშროების წინაშე მყოფი ქარისა და წყლის მიერ ეროზირებული ნიადაგები. ხაზი გაუსვა იმას, რომ მიწის დეგრადაციასთან ბრძოლა ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად უნდა იქნეს აღიარებული. შესაბამისად საჭიროა გაუდაბნოებასთან ბრძოლის სახელმწიფოებრივი მიზნობრივი პროგრამის შემუშავება.

„საქართველო არ იმყოფება უდაბნოს ზონის უშუალო მახლობლობაში, თუმცა, მოსალოდნელი გლობალური დათბობის ფონზე მის აღმოსავლეთ ნაწილის ზოგიერთ რეგიონს (გარე კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და აგრეთვე, ნაწილობრივ სამხრეთ საქართველო) სისტემატური გვალვიანობის შემთხვევაში შეიძლება რეალურად შეექმნას უდაბნოდ გადაქცევის საშიშროება.

გაუდაბნოების პროცესებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარეა საქართველოს არიდული და სემიარიდული რეგიონები. აქ შედის საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი - დედოფლისწყაროს, სიღნაღის, საგარეჯოს რაიონები, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სადაც ხდება გაუდაბნოების პროცესების გააქტიურება. აქ გაუდაბნოებულია დაახლოებით 3000 კმ2, ანუ 300 000 ჰექტარი, რომელიც მოიცავს შირაქის, ელდარის, ტარიბანას, ნატბეურის, ნაომარის, ოლეს, ჯეირან-ჩოლის ველებს, მათ გამყოფ ქედებს, ზეგნებს, და კახეთის ქედის სამხრეთ ფერდობის უმეტეს ნაწილს.    

გაუდაბნოების პროცესების გააქტიურება შეიმჩნევა სამხრეთ საქართველოშიც   (ახალციხის ქვაბული), სადაც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქარსაცავი ზოლების თითქმის მთლიანად განადგურების შედეგად გაძლიერდა ქარისმიერი ეროზიის პროცესები.

ggg3a1f4691 0069 41ad 9aec 4493fa0dc316ამიტომ არის, რომ ჩვენს მცირემიწიან ქვეყანაში 500 ათასამდე ჰა მიწა დაუთესავი, მიტოვებული, გაუდაბნოების საფრთხის ქვეშ მყოფია“ - აღნიშნა აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა.

ქალბატონმა გოგოლამ მოხსენების მსვლელობისას ასევე გაიხსენა ის დიდი ქართველი მეცნიერებიც, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით საქართველოში ნიადაგების შესწავლისა და ეროზიასთან ბრძოლის   მიმართულებით, მათ შორის ტ. კვარაცხელია, ც. მირცხულავა, მ. დარასელია, ვ. მაჭავარიანი, დ. ალადაშვილი, ო. ღორჯომელაძე და სხვ. აკადემიკოს ტ. კვარაცხელიასთან დაკავშირებით ისიც იქნა აღნიშნული, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ერთ დროს საჰარისა და გობის უდაბნოები ადამიანებით იყო დასახლებული და რომ ამ ტერიტორიების გაუდაბნოება ნიადაგის ეროზიას უკავშირდება, მეცნიერულად იქნა დადასტურებული.

მოხსენების დასასრულს, კითხვა-პასუხის რეჟიმში აკადემიკოსების: ნ. ჩხარტიშვილის, ა. დიდებულიძის, დოქტორ მ. ბარვენაშვილის მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა სათანადო და ამომწურავი პასუხები გასცა.

სემინარი შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისა და სემინარის მუშაობაში აქტიური ჩართულობისათვის.

 

 

ღია კარის დღე „ფირმა ლომთაგორაში“

მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე „ფირმა ლომთაგორაში“ მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა საქართველოში ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურის -ხორბლის სასელექციო-სადემონსტრაციო ღია კარის დღე. დამსწრე საზოგადოებას შორის იყვნენ: პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გელა სამხარაული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი იური ნოზაძე, სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის (CIMMYT) წარმომადგენელი ბეიჰან აკინი, ქობულეთის გენეტიკისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, ფერმერები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.  

            ღონისძიება გახსნა შპსფირმა ლომთაგორას" დირექტორმა, ბატონმა კახა ლაშხმა. მან მოწვეულ სტუმრებს ხორბლის მოვლა-მოყვანის ახალი ტექნოლოგიები, არსებული გამოწვევები და მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ისაუბრა იმ მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე, რომელიც აქ მოყავთ, ყურადღება გაამახვილა ხორბის ენდემურ სახეობებზე და ადგილობრივ ჯიშებზე.

            ხორბალთან დაკავშირებულ საკითხებზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გელა სამხარაული და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბატონი იური ნოზაძე. აღინიშნა, რომ მარცვლეული კულტურების განვითარების ხელშესაწყობად, აუცილებელია სექტორის მეცნიერული უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ინტროდუცირებული სელექციური ახალი ჯიშების გამოცდა, დარაიონება და ფერმერულ მეურნეობებში გავრცელება.

           სიტყვით გამომსვლელთა შორის გახლდათ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-რეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მან აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ხორბალს ქვეყნაში სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით. ისაუბრა ხორბლის მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე, მათ გამოყვანაში სელექციის მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ხორბლის მწარმოებელ ფერმერებზე, რასთან დაკავშირებითაც მაგალითი მოიყვანა აშშ-ში მთავრობის დამოკიდებულებაზე ხორბლის მწარმოებლებისადმი. კერძოდ, ის რომ საჭიროა საქართველოშიც მთავრობის მხრიდან მეხორბლეებისათვის გარკვეული დოტაციების გაღება და იაფი კრედიტების გაცემა, რათა მათ კონკურენცია გაუწიონ ქვეყანაში იაფი ხორბლის შემომტან ფირმებს და ადგილზე აწარმოონ ქართული პროდუქცია. ბატონმა გურამმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხორბალს ქართველთა ყოფაში ოდითგანვე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რისი დასტურიც   ძვ. . V-IV ათასწლეულის ადამიანის სადგომებსა და სამარხებში აღმოჩენილი ხორბლის და მასთან დაკავშირებული საყოფაცხოვრებო ნივთებია.

„ქართული ხორბლის სახეობები უნიკალურია თავისი გენეტიკური და სელექციური თვალსაზრისითაც, რადგან ახასიათებთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა: დაავადებებისადმი კომპლექსური იმუნიტეტი, სტერილურობისადმი გამძლეობა, ცილის მაღალი შემცველობა, ადაპტაციის მაღალი უნარი, თავთავის ღერაკის მაღალი ელასტიკურობა, გამძლეობა თავთავის ტყდომისადმი და თავთავიდან მარცვლის ცვენადობისადმი, თავთუნებიდან მარცვლების ადვილად გამოლეწვის უნარი და სხვ“-აღნიშნა აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ.

ვიზიტის ფარგლებში დარგის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა დაათვალიერეს კომპანიის მფლობელობაში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთზე ხორბლის ენდემური სახეობები, ძველი ადგილობრივი ჯიშები, საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეულ 120-მდე დათესილი ხორბლის პერსპექტიული ფორმები და ეროვნულ კატალოგში შესული ხორბლის სათესლე-სანერგეები. სტუმრებმა ასევე მოინახულეს 2013 წელს იაფი კრედიტის ფარგლებში შექმნილი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარცვლეულის შესანახი ქარხანა და  თესლის გადამამუშავებელი და საწმენდი თანამედროვე აგრეგატი.

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

მიმდინარე წლის 12 ივნისს შედგა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებელი და მისი პერსპექტივები აგრარულ სექტორში“ გამოვიდა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბერიძე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი სახელმწიფო, ვალდებულია 2024 წლიდან მიუერთდეს მე-4 ენერგეტიკულ პაკეტს და მოახდინოს მისი იმპლემენტაცია ეროვნულ კანონმდებლობაში. ეს ფაქტი საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რათა გავაუმჯობესოთ და განვავითაროთნეტო-აღრიცხვისწარმატებით დანერგილი რეგულაცია.

განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებელი არის საბოლოო მომხმარებელი, რომელიც მის მფლობელობაში არსებულ შენობა-ნაგებობაში აწარმოებს განახლებად ელექტროენერგიას საკუთარი მოხმარებისთვის და რომელსაც შეუძლია შეინახოს ან გაყიდოს წარმოებული ელექტროენერგია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არასაყოფაცხოვრებო განახლებადი ენერგიის თვითმომხმარებლისთვის ეს საქმიანობა წარმოადგენს ძირითად კომერციულ ან პროფესიულ საქმიანობას. ამ შემთხვევაში უმთავრესი ამოცანაა საკუთარი მოხმარების მაქსიმალური დაკმაყოფილება, ხოლო გამანაწილებელ ქსელში გაცემული ენერგია, ყოველსაათური სიდიდით იყიდება ან/და გადაეცემა სხვა მომხმარებლებს. ქსელში გაცემული ელექტროენერგიის ვირტუალური დაგროვება და გაქვითვა არ ხდება. თვითმომხმარებლის წარმოების საშუალების მიერ წარმოებული ელექტროენერგია სრულად უნდა იქნეს აღრიცხული, ადგილზე მოხმარებული ენერგიის ჩათვლით. ქსელში გაცემული ელექტროენერგია შეიძლება სარგებლობდეს მხარდაჭერის სქემებით ან გაიყიდოს ბაზარზე შესაბამისი საბითუმო ფასით ინდივიდუალური პირის ან აგრეგატორის მიერ, ანდა გაზიარდეს გარკვეული ჯგუფის ფარგლებში.

            აღნიშნულის გავრცელება ერთი მხრივ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი ათვისებისა და მოხმარებაში მისი წილის გაზრდაში, ასევე ელექტროენერგეტიკული სისტემის რაციონალურად გამოყენების კუთხით, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის დამატებით სიმძლავრეებზე მოთხოვნის და ქსელში დანაკარგების შემცირების მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ, იგი არის ენერგოეფექტიანობის მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას საკუთარი წარმოებით მაქსიმალურად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე და მოახდინოს ენერგომატარებლებზე ხარჯების ოპტიმიზაცია. აქტიური მომხმარებლის ცნება მოიცავს მომხმარებლის ჩართულობას დატვირთვების მართვაში, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ენერგოსისტემის პიკური რეჟიმების ეფექტიანი მართვისა და ამავე დროს მომხმარებლის ხარჯების შემცირებისათვის.

            როგორც ამჟამად მოქმედი .. „ნეტო-აღრიცხვის“, ისე მე-4 ენერგეტიკული პაკეტით განსაზღვრულითვითმომხმარებლის“, „ერთობლივ სარგებლობაში არსებული განახლებადი ენერგიის წყაროდაგანახლებადი ენერგიის მომხმარებელთა გაერთიანებასქემები კარგ შესაძლებლობას უქმნის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს და ფერმერულ მეურნეობებს მნიშვნელოვნად შეიმსუბუქონ ან გაინულონ დანახარჯები ენერეგომატარებლებზე, გახდნენ აქტიური მომხმარებლები და მიიღონ შესაბამისი სარგებელი. ამის ნათელი მაგალითია .. Agrivoltaics, რომელიც არის ფოტოელექტრული სისტემა მიწაზე, რომელიც ერთდროულად გამოიყენება აგროტექნიკური ან მეცხოველეობის საქმიანობისთვის. ეს არ ეხება მხოლოდ სივრცის გაზიარებას. მას შეუძლია სარგებელი მოუტანოს როგორც ენერგეტიკის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორს.

მოხსენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა და ალექსანდრე დიდებულიძე, დოქტორები გოჩა ცოფურაშვილი, თამაზ ბიჭიაშვილი, ოთარ ნადირაშვილი, და გიორგი ქუთელია, რომლებმაც ხაზი გაუსვეს საკითხის აქტუალობასა და მნიშნვნელობას.

გამოითქვა მოსაზრება, რომ შემუშავებული იქნეს საგრანტო პროგრამა - Agrivoltaics პროექტების სხვადასხვა ტიპის ფერმერულ მეურნეობებში პილოტირებისათვის, აგრეთვე ეთხოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ლიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს მოაწყოს სწავლებები ფერმერებისა და შინამეურნეთათვის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ტექნიკურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე.

    

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com