საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, აკადემიკოს ანატოლი გიორგაძეს მიმდინარე წლის 14 ივლისს დაბადებიდან 55 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის 25 წელი შეუსრულდა.
აკადემიკოსი ა. გიორგაძეს გამოქვეყნებული აქვს 98 სამეცნიერო ნაშრომი, რომელთა შორისაა: 1 მონოგრაფია, 5 წიგნი, 11 ბროშურა. იგი თანაავტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომცემლობა “ეიფლ აკადემიკ პრესს”-ის მიერ გამოცემული წიგნის „გლობალური ბიომრავალფეროვნება ტომი II, ევროპის ქვეყნები - საქართველოს ბიომრავალფეროვნება“.
აკადემიკოს ა. გიორგაძის სამეცნიერო საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჰელიო-ნეონის ლაზერის სხივის გამოყენებას მწყრის ხორცისა და კვერცხის ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაუმჯობესების მიმართულებით წარმოებულ კვლევებს და საქართველოში ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ამ ღირსშესანიშნავ თარიღებს აკადემიკოს ანატოლი გიორგაძეს და უსურვებს ჯანმრთელობას, წინსვლას, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო-პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.