საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო ფესტივალი

   სამეცნიერო ფესტივალი ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის

უკეთესი მომავლისათვის“ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

 

       ddddd    მიმდინარე წლის 27 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს   მხარდაჭერით გაიმართა ფესტივალი „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაცია, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი მონაწილეობის გაძლიერება.   მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მეცნიერ-თანამშრომლები, უნივერსიტეტის პროფესორები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ფესტივალის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, აკადემიის თარჯიმანმა, დოქტორმა ირინე ბახტაძემ.

           ფესტივალი გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა ჭკადუამ. თავის გამოსვლაში ბატონმა შალვამ მოკლედ ისაუბრა უნივერსიტეტის მიდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ, რის შემდეგ წარმატება უსურვა ფესტივალის თითოეულ მონაწილეს შემდგომ საქმიანობაში. ფესტივალის მონაწილეებს მიესალმა განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი. აღინიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითრებისა და წინსვლისათვის მეტად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების   ჩართულობა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. შესაბამისად, ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, სამინისტროს მხრიდან კვლავაც გაგრძელდება მსგავსი ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა.  

            მისასალმებელი სიტყვის დამთავრების შემდეგ გაიმართა უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისა და პროფესორების სიგელებით დაჯილდოების ცერემონიალი. სიგელებს გადასცემდა უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა ჭკადუა.

ფესტივალის ფარგლებში თელავის უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა V საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც საზოგადოებაში მეცნიერებისა და ინოვაციების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებლას, ეროვნული სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ინოfd2c8a3e-5a65-409d-82aa-bcf8371ce222.jpgვაციური პოტენციალის წარმოჩენას მიეძრვნა.

საგამოფენო პავილიონებში, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოში იყო განთავსებული, წარმოდგენილი იყო სამეცნიერო ნაშრომები, პრეზენტაციები, რომლებიც აგრარულ, ტურიზმის, ისტორიის და მეცნიერების სხვა სფეროებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პავილიონს, რომელიც საპატიო ადგილას, უშუალოდ მასპინძელთა პავილიონის შემდეგ იყო განთავსებული, დიდი ინტერესით სტუმრობდნენ, როგორც მოსწავლე ახალგაზრდები და სტუდენტები, ასევე სხვა დაინტერესებული პირებიც. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთავარმა აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ა. დიდებულიძემ და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა მ. ბარვენაშვილმა მათ გააცნეს აკადემიის სტრუქტურა და საქმიანობა, ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებზე, გადასცეს აკადემიაში გამოცემული რეკომენდაციები.

ღონისძიების ფარგებში საზეიმოდ გაიხსნა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამედროვე ტექნიკითა და ლაბორატორიული დანადგარებით აღჭურვილი ღვინის საწარმო.

24f64a74 dd54 419b b04f 5b2e37e2e595ფესტივალზე გაიმართა საზეიმო კონცერტიც, რომელზეც თავიანთი შემოქმედებით მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქორეოგრაფიული ანსამბლები "კავკასიონი" და "ჭადარი", უნივერსიტეტთან არსებულ ფოლკლორული ანსამბლი, მეოთხე საჯარო სკოლის მომღერალ ბავშვთა გუნდი "ფესვები".  

           სამეცნიერო ფესტივალს ესტუმრა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რომელმაც დაათვალიერა   პავილიონები და წარმოდგენილი ექსპონატები.

            ფესტივალის დასასრულს სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის ხელმძვანელობას, ფესტივალს ორგანიზატორებს: რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილსა და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს თბილი მიღებისათვის, უსურვეს წარმატებები და აღმავლობა შემდგომ საქმიანობაში.

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა შალვა ჭკადუამ მადლობის წერილი გამოუგზავნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიკოს გივი ჯაფარიძეს, იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც აკადემიამ გამოხატა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მონაწილეობა მიიღო მათ მიერ დაგეგმილ სამეცნიერო ფესტივალში.

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com