საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გიორგი შხვაცაბაია - 120

გამოჩენილი მეცნიერი, ნოვატორი და გამომგონებელი

გიორგი შხვაცაბაია - 120

309e606f 07fa 4708 bb85 3266f01d5bfb   მიმდინარე წლის 12 ნოემბერს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდა გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, მის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საკავშირო და რუსეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების წევრ-კორესპონდენტს, საქართველოს მეცნიერების და ტექნოლოგიების დამსახურებულ მოღვაწეს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს გიორგი შხვაცაბაიას. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი, აკადემიის აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რ. მახარობლიძე, აკადემიკოსი ჯ. კაციტაძე, აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი მ. ბენაშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორები ო. თედორაძე და ზ. შხვაცაბაია, ტექნიკის დოქტორი თ. ცარციძე.  1fa1ebc1 7181 4f48 bb1d cc5eef1047e1

მრგვალი მაგიდა გახსნა აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა რევაზ მახარობლიძემ. მან დიდი სითბოთი და პატივისცემით გაიხსენა ბატონი გიორგი. ყურადღება გაამახვილა მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე, პიროვნულ თვისებებზე. აღინიშნა, რომ აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია არამარტო დიდი მეცნიერი და წარმატებული მკვლევარი გახლდათ, არამედ იგი იყო საოცრად გულისხმიერი, კაცთმოყვარე და კეთილმოსურნე პიროვნება, რაც კიდევ უფრო მეტ ღირსებას მატებდა მის პიროვნულ თვისებებს.

მრგვალ მაგიდაზე აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ფართე მოხსენებით მსმენელთა წინაშე წარსდგა მისი ყოფილი ასპირანტი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე. ბატონმა ო. 6cb213ff 9609 4277 80ce 134fca477e02თედორაძემ აღნიშნა, რომ აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას მიერ შემუშავებული იქნა ახალი მექანიკური გამზომი ხელსაწყოების კომპლექსი, კერძოდ, წევითი და მბრუნავი დინამოგრაფები და მუშაობის საზომი ხელსაწყოები, ენერგიის საზომი მანქანა, სახნავი აგრეგატის მიერ გაკეთებული კვლის საზომი და პროფილის ჩამწერი ავტომატური მოწყობილობა, და სხვ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელსაწყოები მათი სიმარტივის და სიზუსტის გამო ახლაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა აგრეგატების წევითი მახასიათებლების შესწავლის დროს. აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მცირე მექანიზაციის როლს მეჩაიეობაში. მის მიერ დამუშავებული იქნა ჩაის პლანტაციებში ხელის ელექტროძრავიანი სასხლავი და საკრეფი მანქანების ელექტრო მომარაგებისათვის ელექტროქსელის პროექტი, ასევე შედგენილი იქნა ამ მანქანების სათანადო ინსტრუქცია, რომელიც   ბროშურების სახით დაურიგდათ მეჩაიე ფერმერებს. აღსანიშნავია, რომ აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია   არამარტო უდიდესი მეცნიერი, არამედ წარმატებული სპორტსმენიც გახლდათ. იყო კარგი ტანმოვარჯიშე, ქუთაისის ფეხბურთელთა გუნდის „ტრიუმფის“ კაპიტანი, ამიერკავკასიის ჩემპიონი 60, 100 და 200 მეტრზე რბენაში, საკავშირო ჩემპიონატის პრიზიორი, პირველი ქართველი ჩემპიონი და რეკორდსმენი მძლეოსნობაში.

 a38b0134 ed39 4dfc a5fd e9331b4f58c4

მრგვალ მაგიდაზე აკადემიკოსი გ. შხვაცაბაია გაიხსენეს აკადემიკოსებმა: ჯ. კაციტაძემ, ა. დიდებულიძემ. მათ ისაუბრეს მის ნოვატორულ ნიჭზე, გამოგონებებზე, ახალგაზრდა თაობის მიმართ გამოჩენილ ყურადღებასა და მხარში დგომაზე. ბატონი გიორგი გაიხსენა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გ. ალექსიძემაც, რომელიც მართალია მას პირადად არ იცნობდა, თუმცა ბატონ გიორგიზე, როგორც მეცნიერზე და საუკეთესო პიროვნებაზე ბევრი რამ ჰქონდა გაგონილი. 

 

მრგვალი მაგიდის დასასრულს აუდიტორიის წინაშე სამადლობელი სიტყვით წარსდგა აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ვაჟიშვილი, ბატონი ზურაბ შხვაცაბაია. მან მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილე თითოეულ წევრს დიდი მადლობა გადაუხადა მამის გახსენებისათვის და მისი ღვაწლის დაფასებისთვის. აკადემიას კი საჩუქრად გადასცა აკადემიკოს გ. შხვაცაბაიას ბარელიეფი, რომელიც მისი მეორე ვაჟიშვილის,   მოქანდაკე გ. შხვაცაბაიას მიერ იყო დამზადებული.

 b6ccfee6 31b3 49cd 9bb6 9d0d3514a0b3

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com