იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციის ფარგლებში შექმნილ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“-ს შეტანის მიზნით ქართველ მეცნიერთა მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა მნიშვნელოვანი საძიებო სამუშაოები: ხორბლის (ადგილობრივი ჯიშების) მოყვანასთან, მოვლასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული დღეისათვის არსებული ტრადიციული სოციალური პრაქტიკების, ბუნებისა და სამყაროს შესახებ ცოდნის, ზეპირსიტყვიერების ნიმუშებისა და გამოხატვის ფორმების, ენის, ადათ-წესებისა და ჩვეულებების, რიტუალებისა და დღესასწაულების, ფოლკლორის, ტრადიციული ხელოსნობისა და საშემსრულებლო ხელოვნების ასევე მათთან დაკავშირებული ინსტრუმენტების, საგნებისა და კულტურული სივრცეების შესახებ.
სამიწათმოქმედო წეს-ჩვეულებები: ზაფხულში მოსავლის აღება-დაბინავება, გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობაზე ხვნა-თესვა;
სარიტუალო პურების ცხობა: ზაფხულის ათნიგენობაზე და ყველა სხვა დღესასწაულებზე; საჯანმრთელო პურები (ბასილები), ბედის კვერები და სხვა ხორბლით დალოცვები სხვადასხვა დღესასწაულებზე და ხორბლის გამოყენება რიტუალებში.
მასალები (სამეცნიერო სტატიები) შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე / სტატიები .