საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემია მიენიჭათ:
1. აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის პრემია - სოფლის მეურნეობის დოქტორ ზურაბ ბუკიასა და ქიმიის მაგისტრ ციცინო ათამაშვილს ნაშრომისათვის - „მცენარის სელექციური ჯიში - სასურსათო და სამედიცინო უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი“.
2. აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის პრემია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს თენგიზ ყურაშვილს, ბიოლოგიის დოქტორ ლევან ციცქიშვილსა და ვეტერინარ ექიმ კონსტანტინე ყურაშვილს ნაშრომისათვის - „ცხოველთა ინფექციური დაავადებები“.
3. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ედუარდ კუხალაშვილს, აკადემიკოს გივი გავარდაშვილსა და ტექნიკის დოქტორ შორენა კუპრეიშვილს ნაშრომისათვის - „ბმულ ღვარცოფთა მოსალოდნელი რისკები და მათთან ბრძოლა“.
4. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორ ანდრო ნიჟარაძის სახელობის პრემია - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მარიამ ხოსიტაშვილს, ტექნიკის დოქტორ მარიკა მიქიაშვილს, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორ მირანდა გორგილაძესა და ტექნიკის დოქტორ მედეა ორმოცაძეს ნაშრომისათვის - „სხვადასხვა საფუარის გავლენის დადგენა ღვინის არომატულ კომპონენტებზე“.
5. აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის პრემია - სოფლის მეურნეობის დოქტორ რეზო ვასაძესა და ზეინაბ ვასაძეს ნაშრომისათვის - „აჭარის მუქწიწვოვანი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზები და სატყეო სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკა ტყის ტიპების მიხედვით“ და ბიოლოგიის დოქტორებს: მედეა ბურჯანაძესა და არჩილ სუპატაშვილს ნაშრომისათვის - „საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“.
6. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ პეტრე ჟღენტის სახელობის პრემია - აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს ნაშრომისათვის - „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“.