აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
მიმდინარე წლის 29 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ როგორც პრეზიდიუმის წევრები, ასევე მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული ნაშრომების ავტორები, ახად არჩეული სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნები და აკადემიის აპარატის თანამშრომლები.
პრეზიდიუმის სხდომა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ მე-3 კვარტალში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შესახებ. (პრეზენტაცია იხ. ბმულზე)
მომხსენებელი: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე
2. ინფორმაცია - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს რეგიონებში ჩატარებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის - „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ შედეგების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ, თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, ა.წ. 7 ოქტომბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების IX თავის -საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილება - საფუძველზე სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივნის დებულების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნების კანდიდატურების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი
6. მიმდინარე საკითხები
1. ინფორმაცია მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით საჯარო-კერძო პარტნიორობის ქსელის ჩამოსაყალიბებლად ჩატარებული სამუშაოების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.
სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ. მისი თხოვნით აუდიტორიამ წუთიერი დუმილით მიაგო პატივი აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ხსოვნას. აღნიშნულის შემდეგ, ბატონმა გივიმ სიტყვა გადასცა აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, დოქტორ მარინე ბარვენაშვილს, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა აკადემიის მიერ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებული ნაშრომები და ნაშრომთა ავტორები. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელზეც აკადემიის პრეზიდენტმა, თითოეულ გამარჯვებულ ავტორს გადასცა დიპლომი.
დღის წესრიგის შესაბამისად პრეზიდიუმის სხდომაზე განხილული თითოეული საკითხის ირგვლივ დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზედაც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
მოსმენილ საკითხთა შორის ყურადღება გამახვილდა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივნის დებულებაზე, რომელიც მოწონებული და დამტკიცებული იქნა წარმოდგენილი სახით. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლულ მდივნებად შეირჩნენ შემდეგი პირები:
1. აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში - სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე;
2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - ვეტერინარიის დოქტორი ზურაბ მაკარაძე;
3. აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - ტექნიკის დოქტორი მამუკა ბენაშვილი;
4. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი;
5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი;
6. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე.
აკადემიის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტთა საბჭოს გადაწყვეტილება, რის საფუძველზეც მედლით „საინჟინრო მამაცობისათვის“ დაჯილდოვდა მისი თანაშემწე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამაზ ბაციკაძე. დამსწრე საზოგადოებამ ტაშით მიულოცა ბატონ თამაზს ესოდენ დიდი გამარჯვება და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.