საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

570ffdbd fa76 499e b5dc e145ac510d03        მიმდინარე წლის 17 აპრილს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას საქმიანი ვიზიტით სტუმრობდა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე. შეხვედრის დაწყებამდე იგი გაეცნო აკადემიის ინფრასტრუქტურას: საგამოფენო სივრცეს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების საცავს, აკადემიის საინფორმაციო ცენტრს და სხვა.

      

   სხდომა წარიმართა შემდეგი დღის წესრიგით: 9d7f0b59 9ac5 4097 be2b e8ef89abae53

 

  • შეხვედრის გახსნა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
  • მისასალმებელი სიტყვა - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრიდენის სალუქვაძე.

  • მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე -

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიმდინარე საქმიანობისა და მიღწევების მიმოხილვა; მომავალი სტრატეგიული გეგმები.

  •   სოფლის მეურნეობის მინისტრი, დენის სალუქვაძე - სამინისტროსა და აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ერთობლივი პროგრამები და პროექტები; აგრარული სექტორის ინოვაციური განვითარება
  • დისკუსია.

  eb9da74d 1726 4f01 a7f7 8bd7453aaa0b 1   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა, აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე, გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ზაურ ფუტკარაძე, აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

28b3852e 485d 463a ad68 67896b596812

     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე.    

      

შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

 

7ee032b9 3b28 403e 8872 79003438ab7c

 

 

 

 

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის თინათინ სადუნიშვილის წიგნის

„გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები’’   პრეზენტაცია

 

02d5f70e 4726 4981 a961 80a41dd4ac2f  2026 წლის 16 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის თინათინ სადუნიშვილის წიგნის „გიორგი კვესიტაძის ბიოორგანული ტექნოლოგიები“ პრეზენტაცია.

         

  წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსები: ვლადიმერ პაპავა, თამაზ შილაკაძე, გურამ ჯაფარიძე, თინათინ სადუნიშვილი; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი აშა დოლიძე. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აკადემიური წრის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

 

სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. შემდეგ, მან სიტყვა გადაცა აკადემიკოს თინათინ სადუნიშვილს, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა აკადემიკოს გიორგი კვესიტაძის მიერ შესწავლილი და დამუშავებული ბიოტექნოლოგიები, მათი არსი და მნიშვნელობა.63e23a61 bdee 4bf1 a7f9 148c918c509b

აუდიტორიის წინაშე ვრცელი მოხსენებით წარსდგა აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძეც, რომელმაც თავის პრეზენტაციაში ისაუბრა ძირითად მიგნებებს და გამოწვევებზე. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ბიოტექნოლოგიები ეფუძნება საქართველოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებიდან ფიზიოლოგიური და ბიოქიმიური მახასიათებლების ანალიზის საფუძველზე შერჩეულ მცენარეებს, საპროფიტულ მიკროორგანიზმებს, არატოქსიურ მიცელიურ სოკოებს და მათ ფერმენტებს; რაც შეეხება ბიოტექნოლოგიების შემუშავების მიზანს, ესაა სამოქმედო ბიოლოგიური ინსტრუმენტების შერჩევა და დახასიათება, განახლებადი ბიომასის ტრანსფორმაცია არატოქსიკურ, მაღალკალორიულ დამატებითი ღირებულების პროდუქტებად, ნიადაგის დეკონტამინაცია და სხვ.

 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.

სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ.

 

 

 

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

 

63ea566d 2aca 4572 a81b 915c22997e96  მიმდინარე წლის 15 აპრილს შედგა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: ,,რძის მწარმოებელი ფერმის  მართვის ქართული სისტემა გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცხოველეობისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის სანაშენე მუშაობის ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიული გოგოლი.

           მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, მათ შორის მეცხოველეობაში, წარმოების მართვის ეფექტიანი სისტემა არის დარგის მდგრადი განვითარების საფუძველი. ფერმის მართვის შემთხვევაში სისტემის ამოცანაა ინდივიდუალურად, ნახირში არსებული ყველა ცხოველის პროდუქტიულობის, აღწარმოების უნარის, საკვებით უზრუნველყოფის და სხვზოოტექნიკური მონაცემების აღრიცხვა, აგრეთვე ინფორმაციის ანალიზი ცხოველთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გაწეულ ხარჯებსა თუ მიღებულ შემოსავლებზე და მათ საფუძველზე წარმოების ეფექტიანად მართვის უზრუნველყოფა.

პროფესორმა გ. გოგოლმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში მერძეული მიმართულების ფერმერული მეურნეობების მართვა, მიუხედავად მწარმოებელთა მხრიდან სერიოზული ძალისხმევისა, ნაკლებად ეფექტიანია. ამის გათვალისწინებით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს ოფისისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სამეცნიერო-კვლევით ცენტრის თანამშრომლობით მიმდინარეობს მუშაობა სარძეო მეძროხეობის ფერმის მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამის შექმნაზე, რომელიც ეფუძნება ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას და 2015-2024 წლებში სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაწეულ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებს.  b43af491 67a0 4bf0 8e6c eb376d537b3f

მოხსენების მსვლელობისას ბატონმა გიულიმ დამსწრე საზოგადოებას აუწყა, რომ პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნა საქართველოს სარძეო მეძროხეობაში არსებული მდგომარეობა, როგორიცაა: ფერმების სიდიდე, მათი ტექნიკური შეიარაღება და შესაძლებლობები, აღრიცხვიანობაში არსებული მდგომარეობა, ცხოველთა ჯიშობრივი შემადგენლობა, ასევე ფერმერთა გამოცდილება, კვალიფიკაცია და უნარები. ამდენად, პროგრამა რძის მწარმოებელი ფერმის მართვასთან დაკავშირებით მორგებული იქნა ქვეყანის სარძეო მეძროხეობაში არსებულ მდგომარეობაზე. იმავდროულად, იგი ადაპტირებული იქნა განვითარებულ ქვეყნებში დანერგილ სისტემებთან და შესაბამისობაში იყო მოყვანილი ცხოველთა იდენტიფიკაციის, რეგისტრაციისა და შეფასების დამოუკიდებელი სახელმძღვანელო პრინციპების, სტანდარტებისა და სერტიფიცირების გლობალური პროვაიდერის (ICAR) მიერ შემუშავებულ სტანდარტთან.

პროფესორმა გ. გოგოლმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ შემოთავაზებული სისტემის ეფექტურობას განსაზღვრავს ისიც, რომ პროგრამით სარგებლობა არ მოითხოვს კომპიუტერულ საშუალებებთან მუშაობის რამდენადმე ღრმა ცოდნას, სამართავად საკმაოდ მარტივია, მომხმარებელს თავად შეუძლია მასში დარეგისტრირება, მონაცემების შეტანა და გამოყენება. აღინიშნა, რომ დაგეგმილია მეცხოველეობის ყველა სხვა მიმართულებისთვის ფერმის მართვის სისტემის მსგავსი პროგრამების შემუშავება, რაც, თავის მხრივ, შექმნის ქვეყანაში სანაშენე-სასელექციო საქმიანობის აღდგენის წინაპირობას და ცხოველთა ჯიშობრივი გაუმჯობესებით უზრუნველყოფს დარგის მდგრად განვითარებას.

        მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს:  აკადემიკოსებმა: გ. ალექსიძე, ნ. ჭითანავამ, ა. დიდებულიძემ, დოქტორებმა: ც. სამადაშვილმა, ა. მესხიშვილმა, ლ. ელანიძემ.

დასმულ შეკითხვებზე მომხსენებელმა ამომწურავი პასუხებ გასცა. სხდომის დასასრულს ერთხმად იქნა მიღებული დადგენილების პროექტი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com