(ქ. კიგალი, რუანდა, აღმოსავლეთ აფრიკა)
ასამბლეა გახსნა FAO-ს წარმომადგენელმა ატაპერ მეიგამ, რომელმაც სიტყვა გადასცა რუანდის სოფლის მეურნეობის მინისტრს ქალბატონ ჯერალდინ მუკაეშიმას, რომელმაც ძირითადად ილაპარაკა რუანდის სოფლის მეურნეობაზე და ინოვაციურ სისტემებზე. TAP-ის მიერ გატარებული სამუშაოები ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში შეაჯამა TAP-ის თავმჯდომარემ, დოქტორმა კრისტიან ჰოსტემ და FAO-ს წარმომადგენელმა კარინ ნიხტერლეინმა.
ასამბლეის მუშაობაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები: მსოფლიო ბანკი, FAO, CIGIAR, GIFAR, რეგიონალური ცენტრები და სხვა. ძალზედ მნიშვნელოვანი იყო AGRONATURE-ს მონაწილეობა, რომელიც აერთიანებს ევროპის 31 ქვეყნის 2 ათას მეცნიერს, რომლებიც მუშაობენ კვლევის, განათლების და ტრეინინგის საკითხებზე და აქტიურად არიან ჩართულები რვა ტროპიკული ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემებზე.
პროგრამის ბოლოს ჩატარდა მინდვრის დღე, რომელიც მიეძღვნა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების საკითხებს რუანდაში.
ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა მიიღო CACAARI-ს თავმჯდომარემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც თავისი მონაწილეობა დააფიქსირა გამოსვლებში, სადაც წინა პლანზე წამოწეული იქნაCACAARI-ის რეგიონში არსებული მდგომარეობა და TAP-ის პროგრამაში მონაწილეობის აუცილებლობა. განხილული იქნა საკითხი TAP-ის მიერ დამუშავებული საკითხების CACAARI-ის რეგიონში განსახილველად.