2016 წლის 19 თებერვალს, საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაიმართაA სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ნოდარ ტარასაშვილის 85 წლისთავს.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე.
აკადემიის წ/კ ნ. ტარასაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო Kაკადემიკოსი თენგიზ ურუშაძე. მოხსენებებით და მოგონებებით სხვა გამომსვლელებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ სსმმ აკადემიის აკადემიკოსები ზ. ჩაქსელინი და რ. ჩაგელიშვილი.
მომხსენებლებმა და გამომსვლელებმა აღნიშნეს ბატონ ნოდარის დიდი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, გაიხსენეს ბატონი ნოდარის არაჩვეულებრივი ადამიანური და მოქალაქეობრივი თვისებები და პატივი მიაგეს მის ნათელ ხსოვნას.