2016 წლის 14 აპრილს აკადემიაში ჩატარდა მრგვალი მაგიდა, სადაც განიხილეს ელექტრომაგნიტური ველის დადებითი და უარყოფითი მოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე.
მრგავლი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ და აკადემიის წევრებმა, საქართველოს ტექნიკური და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა, საქართველოს ბიზნესისი აკადემიის წევრებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
ძირითადი მოხსენება გააკეთა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ვაშაკიძემ.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ ადრე ელექტრომაგნიტური ველის განხილვისას ყურადრება ეთმობოდა მხოლოდ მის ელექტრონულ მდგენელს და უგულებელყოფილი იყო მისი მაგნიტური მდგენელი, რომელიც გაცილებით ძლიერი მოქმედებით გამოირჩევა.
ელექტრომაგნიტური ტალღები წარმატებით გამოიყენება მედიცინაში, თუმცა ხშირ შემთხვევაში ელექტრომაგნიტური ტალღები უფრო უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ვიდრე დადებითად.
აღსანიშნავია, რომ ტექნიკურმა პროგრესმა მოიტანა ის, რომ დღეს ადამიანი ცხოვრობს ელექტრომაგნიტური ტალღების გარემოცვაში, რომელიც გარკვეულ ზემოქმედებას ახდევს მის ჯანმრთელობაზე. ასხივებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მაღალი ძაბვის სადენები, ფიჭური ტელეფონების ანძები და ა.შ.
ელექტრომაგნიტური ტალღების გამოსხივება განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე, რომლებშიც კატასტროფულად იმატა ონკოლგიურმა დაავადებებმა, ფსიქიკურმა აშლილობებმა, საგანგაშოდ გაიზარდა სხვადახვა ანომალიების მქონე ახალშობილთა რიცხვი, მკვეთრად დაეცა იმუნიტეტი.
ამერიკელმა და შვედმა მეცნიერებმა ადამიანისთვის დაადგინეს ელექტრომაგნიტური ველის ზღვრული ინტენსივობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 0,2 მკ ტესლას. სამწუხაროდ ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობა ათობით და ასობით აჭარბებს ამ რიცხვს.
მოხსენებაში აღინიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდa გაითვალისწინოს ელექტრომაგნიტური ველების უაყოფითი ზეგავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებაზე, xolo ზოგ შემთხვევაში გარკვეული ზომებიც მიიღოს მისი, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის, ჯანმრთელობის უზრუველსაყოფად. ბოლოს აკადემიკოსმა ე. ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ არსებობს ცოცხალი ორგანიზმები, მაგალითად დროზოფილა, რომლებზეც ელექტრომაგნიტური ველი დადებითად მოქმედებს. მეცნიერები მუშაობენ, რომ ახსნან ამ ორგანიზმზე ელექტრომაგნიტური ველის დადებითი ზემოქმედების მიზეზები და მექანიზმი.
მოხსენებამ მრგვალი მაგიდის მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა აზრთა გაზიარება; აღინიშნა, რომ განხილული საკითხი მეტად აქტუალურია, მოითხოვს უფრო მეტ პასუხისმგებლობას და ინფორმირებას ხელისუფლების მხრიდან, რაშიც მეცნიერებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა.