2016 წლის 27 აპრილს გაიმართა აკადემიის აკდემიური საბჭოს სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:
1. ინფორმაციები გლობალური ფორუმის III თათბირის შესახებ (სამხრეთ აფრიკა, იოჰანესბურგი) და საერთაშორისო კონფერენცია პარკოსანი კულტურების შესახებ (მაროკო, მარაკეში). მომხსენებელი - აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;
2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის 2015 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ. მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიგა ქვარცხავა;
3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის 2015 წლის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და 2016 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ; მომხსენებელი - ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია;
4. აკადემიის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. მომხსენებლები - აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე;
5. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საორგანიზაციო საკითხების შესახებ. მომხსენებლები -აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე;
6. მიმდინარე საკითხები.
დღის წესრიგის პირველ საკითხზე ვრცელი ინფორმაცია გააკეთა აკად. გურამ ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა მსოფლიო გლობალური ფორუმის მნიშვნელობაზე და ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებების მსოფლიო აგრარულ პოლიტიკის განხორციელების გავლენებზე. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს მონაწილეობა კიდევ ერთი იმის დასტურია, თუ რა როლი აკისრიათ ქართველ აგრარიკოს მეცნიერებს მსოფლიო აგრარული პოლიტიკის წარმართვაში. ასევე ძალზე მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა მაროკოში, სადაც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა ის მეცნიერიები, რომლებიც პარკოსანი კულტურების შესწავლით და კვლევით არიან დასაქმებულები. აქაც საქართველოდან მონაწილეობდნენ აკად. გ. ალექსიძე და "ელკანას" გენერალური დირექტორი მაკა ჯორჯაძე.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენება გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ქვარცხავამ. მოხსენება საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ აკადემიასა და ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი და მოხსენებაც სწორედ მემორანდუმის ვალდებულებების მიმდინარეობის და შესრულების საკითხებს ეხებოდა.
საინტერესო იყო აკად. ნ. ბაღათურიას ანგარიში საქართველოს კვების მრეწველობის ინსტიტუტის 2015 წელს ჩატარებული კვლევითი საქმიანობის შესახებ. აღინიშნა ინსტიტუტის როგორც წარმატებები კვლევით საქმიანობაში, ისე მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც დროულად გამოსწორებას მოითხოვენ.
აკად. ე. შაფაქიძემ საბჭოს გააცნო იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს აკადემიის პარტნიორ ორგანიზაციებთან, ვისთანაც გაფორმებულია თანაშრომლობის მემორანდუმები. აღინიშნა, რომ მემორანდუმები გაფორმებულია და აკადემია თანამშრომლობს საქართველოს აგრარული მიმართულების 7 საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, საქართველოს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან, ჩინეთის, სამხრეთ კორეის, უკრაინის და ბელარუსიის სოფლის მეურნეობების მეცნიერებათა აკადემიებთან, პოლონეთის, უკრაინის, ყაზახეთის და საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, ტელევიზიის კომპანიასთან "საფერავი ტვ", ჟურნალ "ახალ აგრარულ საქართველოსთან" და სხვა. სულ გაფორმებულია 21 მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.
საბჭოზე აღინიშნა აგრეთვე (აკად. ე. შაფაქიძე) აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის საქმიანობის შესახებ, მისი ახალი ექსპონანტებით შევსების და აკადემიის ვიდეო მატიანეს შექმნისათვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ.
საბჭოს სხდომაზე აკად. ო. ქეშელაშვილმა ისაუბრა აკადემიის საგამომცემლო საქმიანობის გაუმჯობესების გზების და ამ მიმართულებით ახალი ინიციატივების შესახებ.