მრგვალი მაგიდა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიკოსმა ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ. აკადემიკოსებმა: ომარ ქეშელაშვილმა, ვაჟა კვალიაშვილმა, გოგოლა მარგველაშვილმა, ნოდარ ჩხარტიშვილმა, ნუგზარ ბაღათურიამ, ჯემალ გუგუშვილმა, აკადემიის წევრ–კორესპონდენტმა თამაზ თურმანიძემ, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა, ბიორაციონალური კვლევითი ცენტრის დამფუძნებლებმა დირექტორებმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა, ნოდარ მინდიაშვილმა, მიხეილ ჭიჭაყუამ, მეცნიერებათა დოქტორმა თამარ კაჭარავამ.
ძირითადი მომხსენებელი: თენგიზ ჯალიაშვილი - ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ბიორაციონალური ტექნოლოგიების სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. თანამომხსენებლები:: გურამ გეჯაძე - სოფლის მეურნეობის ეკონომისტ-ორგანიზატორი, შპს მაკრო-პრიმის დამფუძნებელი, დირექტორი; ალექსანდრე ნოდია, ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრი/ექსპერტი ინფორმაციული ტექნოლოგიების საკონსულტაციო კომპანია ინფინიტუსის დამფუძნებელი; IT-ექსპერტი გიორგი ზაზაშვილი.
გაიმართა დისკუსია, რომელზეც წამოჭრა საკითები: რითაა უკეთესი IFOAM-ის ორგანული სტანდარტები კოდექს ალიმენტარიუსისაზე; რითაა ღირშესანიშნავი ორგანულ პროდუქტების წარმოება-სერთიფიცირება IFOAM-ის PGშ-ით; ვინ და სად უკეთესია დაარსოს IFOAM-ის ორგანული აკადემია; როგორ გამოვიყენოთ 2014 წლის 1 აგვისტოდან ძალაში შესული N198 დადგენილება: "ბიოპროდუქტების შესახებ" ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში ევროპელების მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებად ორგანულ პროდუქტებზე და სხვა.
მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ მომზადებული იქნება შესაბამისი წინადადებები მთავრობაში წარსადგენად ბიოორგანული მეურნეობების გასავითარებლად სპეციალური სასწავლო პროგრამების სწავლებისათვის ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავების შესახებ, აგრეთვე შესაძლებელია აკადემიამ იფიქროს ორგანული აკადემიის ხელმძღვანელობაზეც, რომელიც შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ი. წინამძღვრიშვილის აგრარული კოლეჯის ბაზაზე.