საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

5 დეკემბერი - ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღე

სიახლეები

 14a33b4a 3280 444f a098 53a38e3c291b            მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში,   აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა დევიზით: „ნიადაგებზე ზრუნვა: გაზომვა, მონიტორინგი და მართვა“,   რომელიც მიეძღვნა ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღეს.

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ა. დიდებულიძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მ. ბარვენაშვილი, აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა გაყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გ. მარგველაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა გაყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თ. ყურაშვილი აკადემიკოსები: ნ ჩხარტიშვილი, ზ. ჩანქსელიანი, ჯ. გუგუშვილი, აკადემიის აპარატის თანამშრომლები, ასევე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ნიადაგების ნაყოფიერების კვლევის სამსახურის ლაბორატორიის უფროსი, დოქტორი გ. ღამბაშიძე და ამავე სამსახურის თანამშრომლები: მ. თარხნიშვილი, თ. ჯოლოხავა, თ. მესხი, გ. ორმოცაძე, თ. ცეცხლაძე, გ. გვენცაძე.

მრგვალი მაგიდა გახსნა, დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ღირსშესანიშნავი თარიღი მიულოცა აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა. მან მსმენელებს გააცნო დღის წესრიგი, რომლის თანახმად პირველი მოხსენება გახლდათ: „ნიადაგი - ჩვენი ძვირფასი კაპიტალი, სიცოცხლე და კეთილდღეობა“, მომხსენებელი: აკად. გ. მარგველაშვილი, ხოლო მეორე მოხსენება: „ნიადაგური მონაცემების შეფასება საველე და ლაბორატორიულ პირობებში“, მომხსენებელი: დოქტორი გ. ღამბაშიძე.

აკადემიკოსმა გ მარგველაშვილმა მოხსენების გაკეთებამდე აუდიტორიას შეახსენა ნიადაგების დაცვის საერთაშორისო დღის დაარსების ისტორია. ის რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2013 წლის 20 დეკემბერს მიღებული იქნა რეზოლუცია, რომლის მიხედვით ყოველი წლის 5 დეკემბერი გამოცხადდა ნიადაგების დაცვის მსოფლიო დღედ. მან ასევე აღნიშნა, რომ აკადემიაში ამ თარიღს რეგულარულად აღნიშნავენ სამეცნიერო კონფერენციის თუ მრგვალი მაგიდის ფორმატში. რაც შეეხება მის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას თემაზე: „ნიადაგი - ჩვენი ძვირფასი კაპიტალი, სიცოცხლე და კეთილდღეობა“, აკად. გ მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა რიგ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ნიადაგის როლი ჩვენს პლანეტაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების ფორმირებისა და შენარჩუნების, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების და ქვეყნის ეკონომიკური ზრდის საქმეში; ნიადაგის საინფორმაციო ფუნქცია, რომელიც მჟღავნდება ნიადაგის უნარში „დაიმახსოვროს დ შეინახოს ნიადაგურ ახლადწარმონაქმნებში წარსულ ისტორიულ და გეოლოგიურ ეპოქებში მათი ფორმირების პირობები და სხვ. აკად. გ. მარგველაშვილი ასევე შეეხო მიწათმოქმედებაში მიწების გამოყენების განმსაზღვრელ ფაქტორებს, მსოფლიოს ნიადაგების დეგრადაციის ხარისხსა და ფართობებს. ხაზი გაუსვა იმას, რომ ყოველწლიურად სასოფლო-სამეურნეო სარგებლობიდან ეთიშება დაახლოებით 7-8-დან -15 მლნ-მდე ჰა პროდუქტიული ნიადაგი. ქალბატონმა გოგოლამ ასევე ისაუბრა ჩვენი ქვეყნის ნიადაგების მდგომარეობაზეც, ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ნიადაგების ნაყოფიერების შემცირების მიზეზებზე და სხვ. რაც მთავარია მან მსმენელებს წარმოუდგინა ის მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყნის ნიადაგების არსებულ მდგომარეობას. 3a980745 42f6 43f8 b277 2ddf76dbea83

დოქტორმა გ. ღამბაშიძემ მოხსენებაში „ნიადაგური მონაცემების შეფასება საველე და ლაბორატორიულ პირობებში“, ისაუბრა ნიადაგური მონაცემების მნიშვნელობაზე, რომელთა ცოდნაც აუცილებელია: ნიადაგის მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად; ნიადაგების კლასიფიცირებისთვის; ნიადაგის ნაყოფიერების დონის შესაფასებლად; ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესების ღონისძიებების სწორად შერჩევისა და რეკომენდაციების შემუშავებისთვის; ს/ს კულტურების სივრცობრივი გაადგილებისთვის; ნიადაგის დეგრადაციის ხარისხის დადგენისა და დეგრადირებული ფართობების იდენტიფიცირებისთვის; ს/ს პროდუქციის უვნებლობის უზრუნველსაყოფად და მასთან დაკავშირებული საფრთხეების შესაფასებლად და სხვ. მან ასევე წარმოადგინა ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ნიადაგის კვლევის შედეგებზე, მათ შორისაა: ნიადაგის არაერთგვაროვნება, ნიადაგის მახასიათებლების ცვალებადობა, განსახვავებული მიწათსარგებლობა, ს/ს სარგებლობაში მყოფ ფართობებზე ნიადაგის ნაყოფიერების მართვის განსახვავებული პრაქტიკა და სხვ. დოქტ. გ. ღამბაშიძემ დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო ნიადაგის საველე და ლაბორატორიული კვლევისთვის შერჩეული მეთოდები, კვლევის შედეგებზე ნიადაგის ნიმუშის აღების გავლენა.

აღსანიშნავია, რომ მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილმა ორივე მოხსენებამ მსმენელთა მხრიდან დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გ. მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და წარმატება უსურვა შემდგომ საქმიანობაში.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი