2016 წლის 22 ნოემბერს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროსაიონჟინრო სამეცნიერო განყოფილების სხდომა, სადაც განიხილეს იმ საგრანტო პროექტების მიმდინარეობა, რომელთა შესრულებაში მონაწილეობენ აკადემიის წევრები.
განხილული პროექტები ყველა დაფინანსებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფონდის ამ უაღრესად სასიკეთო ღონისძიებას, რომელსაც სამეცნიერო კვლევების ფინანსური მხარდაჭერა ჰქვია.
სხდომაზე განიხილეს შემდეგი პროექტების შესრულების მიმდინარეობა:
1. პროექტი # FR/454/10-140/14 – “ტექნოლოგიური პროცესის ენერგოდანახარჯების საფუძველზე რაციონალური სასოფლო-სამეურნეო წარმოებისათვის საჭირო ტექნიკის ნომეკლატურისა და რაოდენობის განსაზღვრის მეთოდიკის დამუშავება რეგიონებში კულტურათა რაოდენობისა და ფართობების მიხედვით” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. ელგუჯა შაფაქიძე, პროექტის წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
2. პროექტი # FR/601/10-140/14 – “თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის გაზრდის რესურსდამზოგი ინოვაციური ტექნოლოგიების თეორიულ-ექსპრიმენტული გამოკვლევა და ოპტიმიზაცია” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. ჯემალ კაციტაძე, პროექტის წამყვანი ორგანიზაცია - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
3. პროექტი # FR/217/10-140/13 – “სასოფლო-სამეურნეო მანქანების ფერდობზე მუშაობის ფიზიკური და მათემატიკური მოდელირების დამუშავება” (ფუნდამენტური კვლევა), ხელმძღვანელი აკად. რევაზ მახარობლიძე, წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
პროექტების მიმდინარეობის შესრულების განხილვაში ხელმძღვანელების და სამეცნიერო განყოფილების წევრების გარდა მონაწილეობა მიიღეს პროექტების ძირითადმა შემსრულებლებმა და დამხმარე პერსონალმა. გამოითქვა საქმიანი წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც პროექტების შესრულების ცალკეულ ეტაპებს ეხებოდა, აგრეთვე აღინიშნა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სტიმულის მიმცემი და დადებითი როლი პროექტების წარმატებით შესრულების საქმეში.
* * *