2016 წლის 05 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ნიადაგების მსოფლიო საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციას ესწრებოდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნები, აკადემიის წევრები, აკადემიის აპარატი და მოწვეული სტუმრები.
კონფერენცია გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, რომელმაც აღნიშნა განსახილველი თემატიკის და საერთოდ ნიადაგების როლის მნიშვნელობა დედამიწის კეთილდღეობისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში.
ძირითადი მოხსენება თემაზე “პლანეტის ჩუმი კრიზისი_სასურსათო კრიზისის საფრთხე” გააკეთა აკადემიის აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ კონფერენციის მონაწილეების წინაშე აკადემიკოსები
რ. მახარობლიძე და თ. ყურაშვილი, მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები
გ. გაგოშიძე და ზ. ბუკია. გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება კონფერენციის მონაწილეთა შორის.
კონფერენციის დასასრულს აკადემიის ვიცე_პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ ნიადგმცოდნეობაში მიღწეული სამეცნიერო წარმატებებისათვის საპატიო სიგელები გადასცა გამოჩენილ მეცნიერებს აკადემიკოსებს გ. მარგველაშვილს, ჯ. ონიანს, ვ. ცანავას, ზ. ჩანქსელიანს, თ. ურუშაძეს და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს.