2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების გაფართოებული სხდომა, სადაც აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა დარგის გამოჩენილი მეცნიერები და თვალსაჩინო სპეციალისტები. საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:
• რევაზ ჩაგელიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი;
• თეიმურაზ კანდელაკი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;
• ლევან გვაზავა - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
• მერაბ დვალი - საქართველოს ტყის კოდექსის ავტორი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე;
• თამაზ თურმანიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;
• გიორგი გაგოშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი;
• ლაშა დოლიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;
• მერაბ მაჭავარიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი;
• ზვიად ტიგინაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დოქტორი;
• თორნიკე გვაზავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსი;
• ლაშა მოისწრაფიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს უფროსი;
• გიორგი ქავთარაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი;
• არჩილ სუპატაშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი;
• ანზორ მესხიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;
• აკაკი ფანჩულიძე - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორი;
• ვალერი მჭედლიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი;
• ნინო ლომიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტორი;
• ნუგზარ ბერეჟიანი - საქართველოს სატყეო სააგენტოს უფროსის მრჩეველი.
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე აკადემიის საპატიო სიგელებს გადასცემს
სატყეო საქმის ღვაწლმოსილ მეცნიერებს და სპეციალისტებს.