2016 წლის 21 დეკემბერს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ბელორუსიის სამოქალაქო თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპერატიულ-ტაქტიკური საქმიანობის და ტექნიკის კათედრის უფროსი, დოცენტი ვლადიმერ კოპიტკოვი. აკადემიის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ მას ესაუბრა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, პრეზიდენტის თანაშემწე თინათინ ეპიტაშვილი. იგი შეხვდა აგრეთვე აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს. სტუმარმა დაათვალიერა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა-მუზეუმი და ინფრასტრუქტურა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კაჭარავა. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.