2017 წლის 27 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2016 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადების, გამოცემისა და აკადემიის წლიური საანგარიშო კრებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ალექსიძე; აკადემიის ვიცე_პრეზიდენტი, აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე.
2. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.
მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნები - აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ზ. ცქიტიშვილი, რ. ჩაგელიშვილი, ო. ქეშელაშვილი.
2. მიმდინარე საკითხები.
აკადემიურ საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა აკადემიის ყოფილი თანამშრომლები ჯ. ჯავახიშვილი, ვ. ნადარეიშვილი, შ. ჭყონია.