2017 წლის 24 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;
მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნები: აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ზ.ცქიტიშვილი, აკად. ნ. ბაღათურია, აკად. რ. ჩაგელიშვილი, აკად. ო. ქეშელაშვილი.
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივნად აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული კონკურსის აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის პრემიების მინიჭების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
5. მიმდინარე საკითხები.
აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებას აკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიც: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკად. ოთარ ნათიშვილი და აკად. ბ. კორახაშვილი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეპარატმენტების უფროსები აკად. გ. ტყემალაძე და პროფ. ი. ყრუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები აკად. თ. კუნჭულია და ო. კაჭარავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლკავითი ცენტრის დირექტორი პროფ. ლ. უჯმაჯურიძე და დირექტორის მოადგილე ნ. ხატიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ა. მესხიძე, აჭარის აგროსერვისის ცენტრის დირექტორი გ. ბერიძე და დირექტორის მოადგილე ი. აბულაძე, ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფ. რ. კოპალიანი და პროფ. თ. ღვინიანიძე, გორის სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. ვ. სუხიშვილი, შპს „ლომთაგორას“ გენერალური დირექტორი კ. ლაშხი, შპს „მარცვალის“ დირექტორი პროფ. ი. ზედგენიძე, შპს „ლაშარელას„ დირექტორი ზ. ლაშხი, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები და მათი ჯგუფების წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მუშაკები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.
წლიურ საანგარიშო კრებაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ (იხილე ვრცლად ბმულზე). კრების მონაწილეებს მიესალმენ ბატონები გ. თოფაძე და ზ. ტყემალაძე.
კრების დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ჯ. გუგუშვილი, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ზ.ცქიტიშვილი, აკად. ნ. ბაღათურია, აკად. რ. ჩაგელიშვილი, აკად. ო. ქეშელაშვილი.
ძირითადი მოხსენებების შემდეგ საინტერესო და კვალიფიციური გამოსვლები ჰქონდათ აკად. ნ. ჭითანავას, აკად. პ. კოღუაშვილს, ნ. ხატიაშვილს, კ. ლაშხს, ი. ზედგენიძეს.
დღის წესრიგის ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები.
აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ კრებას მოახსენა აკადემიაში ჩამოყალიბებული სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შესახებ, აღინიშნა განყოფილების ძირითადი მიზნები და მისი როლი ქვეყნის სატყეო მეუნეობის განვითარების საქმეში. კრებამ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნად დაამტკიცა აკად. რევაზ ჩაგელიშვილი.
აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დიპლომები გადასცა აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომების ავტორებს - აკად. რ.მახარობლიძეს, აკადემიის წ/კ გ.ნიკოლეიშვილს, აკად. ე.შაფაქიძეს, აკად. ჯ.გუგუშვილს, პროფ. გ.გოგოლს, დოქტორ ზ.ლაშხს, პროფ. ც.სამადაშვილს (ბრძანება კონკურსში გამარჯვებულების შესახებ იხილე ქვემოთ).