საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო კონფერენცია ვინიცის (უკრაინა) ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტში

         ვინიცის (უკრაინა) ეროვნულმა აგრარულმა უნივერსიტეტმა 29-30 მარტს უმასპინძლა მე-IX საერთაშოროსო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციასმეცხოველეობის პროდუქტების ხარისხისუვნებლობის, წარმოებისა და გადამუშავების ამაღლების თანამედროვე პრობლემები”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო და პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

     Ukraina 2017 2კონფერენციის ძირითადი მიზანი იყო მეცხოველეობის ხარისხიანი და უვნებელი პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების თანამედროვე სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გამოცდილების განვრცობა-გაზიარება, მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება და საწარმოო და გადამამუშავებელი წარმოებების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლი გზების ძიება. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია: კლასიკური და ალტერნატიული ტექნოლოგიები მეცხოველეობაში; ინოვაციები სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა და აკვაკულტურის კვებაში; სამეცნიერო კვლევების მდგომარეობა და პერსპექტივები ცხოველთა სელექციაში, გამრავლებასა და ჰიგიენაში; ინოვაციური საკვები პროდუქტების და ნედლეულის ფორმირება, ხარისხისა და უვნებლობის კონტროლი.

      Ukraina 2017 3კონფერენიცია გახსნა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა გრიგორი კალეტნიკმა. კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ მაზურმა, პრორექტორმა ალექსანდრე იარემჩუკმა.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ მეცნიერები მოლდოვადან, საქართველოდან, ბელორუსიდან, ასევე უკრაინის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. პლენარულ სხდომაზე და ოთხ სექციაში მოსმენილი იქნა სულ 142 სამეცნიერო მოხსენება.

     კონფერენციის მუშაობა შეაჯამა ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ფაკულტეტის დეკანმა ოქსანა სკორომნამ. მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

 Ukraina 2017 1

მარცხნიდან: გრიგორი კალეტნიკი - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის პრეზიდენტი; ანატოლი გიორგაძესაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე; ვიქტორ მაზური - ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის რექტორი


...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com