2017 წლის 26 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს - აკადემიკოს ჯემალ კაციტაძეს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავი უსრულდება.
ბატონო ჯემალ!
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად გილოცავთ ბრწყინვალე მამულიშვილს, ღირსეულ მოქალაქეს, გამოჩენილ მეცნიერს, საუკეთესო ოჯახის ღირსეულ წარმომადგენელს ღირსშესანიშნავ თარიღებს - დაბადებიდან 80 და სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის 55 წლისთავს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლეს, ნაყოფიერ შემოქმედებით, სამეცნიერო–პედაგოგიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.