2017 წლის 15 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია - დოქტ. ჰონგ ჯე პარკი (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. მა კუნჰო (კორეის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი), დოქტ. იუნ-სუპ ჩო (კორეის მეხილეობის კვლევითი ცენტრი). სამუშაო ვიზიტი ხორციელდება ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობს და ექსპედიციას ხელმძღვანელობს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკდ. გ. ალექსიძე; პროექტში საქართველოს მხრიდან მონაწილეობს აგრეთვე დოქტორანტი თ. ეპიტაშვილი. ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით მოხდება მცენარეთა გენეტიკური რესურსების შეგროვება და კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში გაგზავნა-შენახვა.