2017 წლის 21...25 ივნისს ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ვარნაში ევროკავშირის ეგიდით ჩატარდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე "მანქანები სოფლის მეურნეობაში", რომელშიაც მონაწილეობდა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 100-ზე მეტი მეცნიერი და დოქტორანტი ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან , გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ალბანეთიდან, უნგრეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან , ყაზახეთიდან , ბელარუსიდან და საქართველოდან, მათ შორის 4 აკადემიკოსი, 60 პროფესორი , 30 დოქტორანტი და მეცნიერ-თანამშრომელი. კონგრესზე საქართველოს წარმოადგენდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი , აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ჯემალ კაციტაძე და დოქტორანტი გიორგი ქუთელია. კონგრესის პლენარულ სხდომაზე აკად. ჯემალ კაციტაძემ წარადგინა სამეცნიერო მოხსენება :" Improving the reliability of agricultural machinery, using the method of restoration of parts under submerged arc welding, and its technical and economic evaluation ".აკად. ჯემალ კაციტაძე იყო კონგრესის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და პლენალურ სხდომაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკად. გურამ ალექსიძის სახელით გულთბილად მიესალმა კონგრესის მონაწილეებს და უსურვა მათ წარნატებები სამეცნიერო- კვლევით მუშაობაში, ხოლო ორგანიზატორებს გადასცა სამახსოვრო სუვენირები. საბოლოოდ, საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩეულ იქნა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომლებსაც გადაეცათ პირველი ხარისხის დიპლომები და მათ შორის იყო აკად. ჯემალ კაციტაძის მოხსენება, რომელიც დაიბეჭდა მაღალი იმფაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში MTM (Machines, Technologies, Materials).
აკად. ჯემალ კაციტაძის გამოსვლა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე (ვარნა, ბულგარეთი, 22 ივნისი, 2017 წელი).