საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო სიმპოზიუმი „ევრაზიული ბიომრავალფეროვნება“

 

(ქ. მინსკი, ბელარუსია).

2017 წლის 5-9 ივლისს, ქალაქ მინსკში, ბელარუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა საერთაშორისო სიმპოზიუმი „ევრაზიული ბიომრავალფეროვნება“,  რომელსაც ოცდახუთი ქვეყნის ცნობილი მეცნიერები ესწრებონენ. მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიიდან აკადემიკოსი, პროფესორი რეზო ჯაბნიძე. მან წაიკითხა მოხსენება -„საქართველოში ინტროდუცირებული ციტრუსოვანთა კულტურების ზრდისა და მსხმოიარობის ასაკობრივი პირობები და განვითარების თავისებურებები“,  რომელსაც დიდი მოწონება ხვდა წილად  და აზრთა აქტიური გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. მოხსენებით გამოსვლამდე უდიდესი კეთილგანწყობით მიიღეს მისი მისასალმებელი სიტყვაც, რომელშიც მან განსაკუთებული პატვისცემით მიმართა მასპიძელი ქვეყნის წამომადგენლებს, ხაზგასმით აღნიშნა რა საქართველოსა და ბელარუსიის ტრადიციული სიახლოვე, თანამშრომლობა და მეგობრობა. აღინიშნა აგრეთვე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და მელარუსიის ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიებს შორის გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოეწერა ქ. თბილისში, ბელარუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს. თანამშრომლობა დღესაც წარმატებით მიმდინარეობს.

აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე ხელმძღვანელობდა მემცენარეობის სექციას, რომლის თანახელმძღვანელები იყვნენ ცნობილი მეცნიერები ინდოეთიდან და აზერბაიჯანიდან. სექციებში იხილებოდა გლობალური დათბობისა და მცენარეული სამყაროს, ეკოლოგიის, სატყეო მეურნეობის, მცენარეთა გენეტიკის, სელექციის, ჯიშთა გამოცდის, მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის, მცენარეთა კარანტინის საკითხები.  სიმპოზიუმზე აღინიშნა  სექციის აქტიური და წარმატებული მუშაობა და მის მონაწილეებს სპეციალური სეტიფიკატები გადაეცათ.  დასასრულს ითქვა, რომ მომავალ წელს ამგვარი სიმპოზიუმი უკრაინაში გაიმართება, ხოლო 2019 წელს კი საქართველოში.   

 

Minsk 5 VII 2017

სიმპოზიუმის მონაწილეები: მარჯვნიდან - ესპანეთის ქ. ბარსელონას აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ანტონიო ვალვერდე; აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, ბელორუსიის სახელმწიფო უნივერისტეტის პრორექტორი პროფ. ვლადიმერ ვასილევი, იტალიის ბიომრავალფეროვნების სამეცნეირო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფ. ალფონსო გალვანი.

 

 

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com