საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთაშორისო თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნებთან თხილის მრეწველობის საკითხებზე

 

2017 წლის 9 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ა.შ.შ. -ისორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები:  პროფ. შონმეჰლენბაჩერი,  იაკონსნელინგი,  ჯასტინლომბარდინი (რუტგერის უნივერსიტეტი), ჯორჯ მორი (თხილის მწარმოებელი ფერმერი,  ჩილე) ვიქტორია ლირა (თხილის მწარმოებელი ფერმერი,  ჩილე), ქართველი მეცნმიერები: ხათუნა ახალაია,  ნანა მიროტაძე, მაია მიროტაძე. შეხვედრის მიზანი იყო თხილის  მრეწველობის მიმართულებით ერთობლივი სამომავლო გეგმების დასახვა, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და დარგის სტრატეგიის შემუშავება. აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:  აკადემიის პრეზიდენტი     აკად.  გურამ ალექსიძე,  ვიცე-პრეზიდენტი აკად. გივი ჯაფარიძე, აკად. იუზავასაძე, პრეზიდენტის მოადგილე დოქტ. ანატოლი გიორგაძე, სწავლული მდივნები - მარინე ბარვენაშვილი და რევაზ ლოლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თინათინ ეპიტაშვილი. შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ ერთობლივი სამუშაოები თხილის მოვლა - მოყვანის პროგრესული ტექნოლოგიების დანერგვაზე საქართველოს პირობებში. სტუმრები აგრძელებენ გაცნობით მოგზაურობას არსებული მდგომარეობის შესასწავლად კახეთსა და სამეგრელოში.

       Txili 9 VII 2017 1a შეხვედრის მონაწილეები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

Txili 9 VIII 2017 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გ. ალექსიძე და პროფ. შონმეჰლენბაჩერი

 Txili 9 VIII 2017 4

შეხვედრის მონაწილე საზღვარგარეთის სტუმრები და სსმმ აკადემიის წარმომადგენლები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com