2017 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივით და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია თამაზე: „აჭარის აგრარული სექტორის თანამედროვე პრობლემები და მათი დაძლევის პერსპექტივები“.
კონფერენციის მუშაობაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. მარგველაშვილმა, რ. მახარობლიძემ, ე. შაფაქიძემ, თ. ყურაშვილმა, ვ. ცანავამ, გ. პაპუნიძემ და რ. ჯაბნიძემ, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. მერაბ ხალვაშმა, პრორექტორმა სამეცნიერო დარგში, პროფ. ნათელა წიკლაშვილმა, სამინისტროსა და უნივერსიტეტის თანამშრომელებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებმა - მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.
კონფერენციის პროგრამა შემდეგი იყო:
1. კონფერენციის გახსნა - ავთანდილ მესხიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი;
2. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი; თემა: «საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 60 წლისაა“;
3. პროფესორი მერაბ ხალვაში - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;
4. პროფესორი ზაურ ფუტკარაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი;
5. ავთანდილ მესხიძე, ასმ მინისტრი - თემა: “აჭარის ა რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის მიზნობრივი პროგრამები”;
6. აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი (სსმმა) - თემა: “ნიადაგის ნაყოფიერების მართვა ორგანული და ინტენსიური მიწათმოქმედების პირობებში”.
7. აკადემიკოსი რევაზ მახარობლიძე (სსმმა) - თემა: “დეგრადირებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები”;
8. აკადემიკოსი ვალერიან ცანავა (სსმმა) - თემა: “სუბტროპიკული კულტურების განოყიერების გადაუდებელი ამოცანები”;
9. აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე (სსმმა) - თემა: “მეაბრეშუმეობის აღორძინების პერსპექტივები აჭარაში”;
10. აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი (სსმმა) - თემა: “აჭარაში გავრცელებული ცხოველთა ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები”;
11. აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე (სსმმა) - თემა: “აჭარაში აგრარული კადრების მომზადებისა და დასაქმების შესახებ”
13. აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე (სსმმა) - თემა: “აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები”
14. ასოცირებული პროფესორი რომან მარგალიტაძე (ბშრსუ) - თემა: “სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები აჭარაში”
15. ასოცირებული პროფესორი ავთანდილ მურვანიძე (ბშრსუ) _ თემა: “აჭარის აგროცენოზში გავრცელებული მავნებლები და მათი მონიტორინგის შედეგები”
16. დოქტორანტი თეონა ზოიძე (ბსსა) - თემა” სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები აჭარის სექტორში”;
17. ს.ს. კოოპერატივ Bეე Gეორგია-ს დირექტორი მანანა ბოლქვაძე - თემა: “მეფუტკრეობის განვითარების პერსპექტივები აჭარაში”.
კონფერენციის მსვლელობისას დამსწრე საზოგადოებამ, უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა მომხსენებლებს მრავალი შეკითხვა დაუსვეს, იყო შინაარსიანი გამოსვლები, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებებს ეხებოდა, დაისახა ახალი პროექტების განხორციელების რაციონალური და ეკონომიკურად გამართლებული გზები. გამომსვლელებმა მიულოცეს აკადემიას დაარსებიდან 60 წლისთავი და უსურვეს მის მთელ შემადგენლობას მრავალი წარმატებები აგრარული მიმართულების სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში.