საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ინიციატივა აჭარაში

 

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე აკადემიის ინიციატივით 2018 წელს აჭარისSignagi 1a სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრში დაგეგმილია თუთის აბრეშუმხვევიას საცდელი-საჩვენებელი გამოკვება არა უმეტეს ერთი კოლოფი გრენისა. ამ მიზნით აგროსერვის ცენტრმა აკადემიის რეკომენდაციით შეკვეთა გააფორმა ოზურგეთის მექანიკურ ქარხანასთან, სადაც დამზადდება მეაბრეშუმეობის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები - თუთის ტოტებიდან ფოთლის გამცლელი და ფოთოლსაჭრელი მანქანები, მარტივი ტიპის გამოსაკვები მოწყობილობა 60 მ2 გამოსაკვები ფართით, პროექტით გათვალისწინებულია ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა ძაფსაღებ დაზგაზე, რომელიც ინვესტორმა და მეცენატმა ჯიმშერ ჩხაიძემ 2017 წელს 2 ცალი შეუძინა საქართველოს, ხოლო 2018 წელს მისი ნებართვით ამ დაზგას გამოიყენებენ აჭარაში.

            აჭარაში თუთის აბრეშუმხვევის საცდელი გამოკვებისათვის ჰიბრიდული გრენის შესაძენად 2018 წლის 06 თებერვალს აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, მეაბრეშუმეობის გამოცდილი სპეციალისტები, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ნარგიზ Signagi 4bბარამიძე და მეცნიერ თანამშრომელი ზოია წყარუაშვილი ესტუმრენ სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს განთქმულ მეაბრეშუმეს, ქალბატონ ლამარა ბეჟაშვილს. შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიღნაღის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ბატონი გიორგი ბოლღაშვილი. სტუმრებმა დაათვალიერეს ქალბატონი ლამარას მეაბრეშუმეობის გამოსაკვები და გრენის შესანახი სათავსოები, გაეცნენ ქალბატონი ლამარას აბრეშუმის პროდუქციას. მასპინძელმა აღნიშნა, რომ იგი არის დაკავებული მცირე მოცულობის საგრენაჟო საქმით და უზიარებს თავის გამოცდილებას არა მარტო საქართველოში შემორჩენილ ან დამწყებ მეაბრეშუმეებს, არამედ საკმაო რაოდენობის საზღვარგარეთის სტუმრებსაც.

            ქალატონმა ლამარამ აკადემიას საჩუქრად გადასცა 30 გრ ჰიბრიდული გრენა, რომლითაც 2018 წელს ჩატარდება საცდელი გამოკვება აჭარაში, კერძოდ აგროსერვის ცენტრის საცდელი მეურნეობის გვარას ესპერიმენტულ ბაზაზე. აგრეთვე ქალბატონ ლამარას საშუალება ექნება მონიტორინგი გაუწიოს აჭარაში თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებას, ვინაიდან მოხდება აღმოსავლეთ საქართველოდან შეტანილი გრენით დასავლეთ საქართველოში თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება, რაც სპეციალისტების საკმაო ინტერესს იწვევს.

Signagi 4a

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com