საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სსმ სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიში

საქართველოს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენა  აკადემიაში

 

2018 წლის 30 მაისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის 2017 წლის ანგარიში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდების მე-2 თავის 5-ბ მუხლის შესაბამისად: „აკადემია იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს  სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართ­ლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსა­ხ­ველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლება­მო­სი­ლია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორ­მა­ცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე. სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდიუმის წევრები და მოწვეული სტუმრები სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან - დირექტორი პროფ. ლევან უჯმაჯურიძე, დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, ცენტრის დეპარტამენტების და სამსახურების ხელმძღვანელები.Centri 2018 1

უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრის ხელმძღვანელის ძირითად პრეზენტაციამდე ცენტრის თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის ანგარიშები ფართოდ იქნა განხილული აკადემიის დარგობრივ სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე, სადაც გამოითქვა მრავალი მოსაზრება და სურვილები ცენტრის ამა თუ იმ განყოფილების მუშაობის შეფასების დროს.

პრეზენტაცია „სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში“ პრეზიდიუმის სხდომას წარუდგინა  ცენტრის დირექტორმა, პროფ. ლ. უჯმაჯურიძემ. მომხსენებელმა ფართოდ მიმოიხილა 2017 წელს განხორციელებული პროექტები, დეტალურად გააცნო მსმენელებს თითოეული დეპარტამენტისა და სამსახურის მიერ საანგარიშო წელს გაწეული მუშაობა; სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ახორციელებს 4 ძირითად პროგრამას, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სტრატეგიული გეგმის ფარგლებში და აგრარული მეცნიერების განვითარების მიმართულებით, რომელშიც ჩართულია 90 მეცნიერი და მუშავდება 52-ზე მეტ სამეცნიერო პროექტი, რომელთა ძირითადი მიმართულებებია:

მცენარეთა და ცხოველთა აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნება და გაუმჯობესება, მცენარეთა ახალი ჯიშების გამოცდა და სელექციური სამუშაოების აღდგენანიადაგის ნაყოფიერების ამაღლება, დეგრადირებული ნიადაგების რეაბილიტაცია; ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და სანაშენე საქმიანობის ხელშეწყობა; თესლისა და სარგავი მასალის სტანდარტებისა და სერტიფიცირების სისტემის შემუშავება; ახალი ტექნოლოგიების ადაპტაცია და გავრცელება; სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში რისკის შეფასების უზრუნველყოფასასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობის ამაღლება; ბიომეთოდების შემუშავება და ბიომეურნეობების განვითარების ხელშეწყობასოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა ექსტენცია და სხვა.

Centri 2018 2მოხსენების შემდეგ  ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა  საკმაოდ  კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

სხდომის თავმჯდომარემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა პრეზიდიუმის სხდომის მუშაობა და დადებითად შეაფასა სსიპ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვლილი საქმიანობა და წინადადება შემოიტანა, რომ მიზანშეწონილია ცენტრსა და აკადემიას შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი, გამოყენებული იქნეს აკადემიის სამეცნიერო პოტენციალი და გამოცდილება, რაც კიდევ უფრო მეტად ჩართავს აკადემიის მეცნიერებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში, რომელიც სასიკეთოდ წაადგება ცენტრის მომავალ საქმიანობას.

Centri 2018 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა.
სხდომის თავმჯდომარე აკადემიის ვიც-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე
(30.05.2018)

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com