2018 წლის 2-6 ივლისს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი თემაზე: „ევრაზიის ბიომრავალფეროვნება 2018“, მასში 12 ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები მონაწილეობდნენ. საქართველოდან სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც არჩეული იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და მრავალწლიანი კულტურების სექციის ხელმძღვანელად. სიმპოზიუმზე სამი სექცია მუშაობდა, სადაც ასამდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც ევრაზიის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვა-შენარჩუნების პრობლემებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი გეგმის შემუშავების საკითხებს. მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუციაც.
სიმპოზიუმზე აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მიერ წაკითხული იქნა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის,პროფ. მერაბ ხალვაშის წერილი, 2019 წელს ანალოგიური სიმპოზიუმის ბათუმში ჩატარების სურვილისა და მიზანშეწონილობის შესახებ, რასაც სიმპოზიუმის მონაწილეები დიდი ინტერესით შეხვდნენ.